Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერს სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მადლობას უხდის

თარიღი : 8-08-2017, 15:17 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ქუთაისის მერს შოთა მურღულიას სამადლობელ წერილს უგზავნის.

"ბატონო შოთა კიდევ ერთხელ გამოვხატავთ თქვენდამი პატივისცემას და გაწეული დახმარებისთვის გიხდით გულითად მადლობას პირადად თქვენ, ქალაქ ქუთაისის მერიას და განსაკუთრებით ქუთაისის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სპორტის განყოფილებას. მოხალისეებს, რომლებმაც უანგარო დახმარება გაუწიეს ოლიმპიადა 2017-ის დასკვნით თამაშებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ქუთაისში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის ფინალური თამაშები ასე ბრწყინვალედ გაიმართა,"- ნათქვამია სამადლობელ წერილში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისი მასპინძლობდა საქართველოში ყველაზე მასობრივ სპორტულ ღონისძიებას. მთელი საქართველოდან, ფინალურ თამაშებში მონაწილეობას იმ სკოლის გუნდები იღებდნენ, რომლებმაც სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2017-ის ყველა ეტაპი წარმატებით გაიარეს. სპორტის შეჯიბრებები ტარდება სპორტის 7 სახეობაში: (3X3 კალათბურთი, მინი ფეხბურთი, მძლეოსნური გერბენი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ხელბურთი, ბადმინტონი).

ოლიმპიადაზე ქვეყნის მასშტაბით 1400 სკოლის 80000 მოსწავლე ასპარეზობდა.


ნანახია: 2093-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ოლიმპიადა 25 ივნისს, სპორტის სასახლეში გაიხსნება.
გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სასკოლო ოლიმპიადის რეგიონალურ ეტაპზე, რომელიც სტარტს 15 აპრილს აიღებს.
ოლიმპიადა სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს და მასში იმერეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული.

ამინდი