ქუთაისის ხელისუფლებამ აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს 1 000-1 000 ლარი გადასცა
თარიღი : 8-08-2017, 13:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, 2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ღნისძიებების ფარგლებში, ომის დროს დაღუპულ გმირთა მემორიალი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა, იმერეთის ვიცე გუბერნატორებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს. მემორიალთან მესამე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები და ომში დაღუპულთა დედებიც მივიდნენ. დაღუპულ გმირთა მოსახსენიებელი პანაშვიდი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ გადაიხადა.
ქალაქის ხელისუფლებამ დაღუპულთა ოჯახებს 1000 -1000 ლარი გადასცა. 2008 წელს რუსეთ–საქართველოს ომში იმერეთიდან 34 მებრძოლი დაიღუპა.
"2008 წლის 8 აგვისტო ერთ–ერთი ყველაზე მძიმე დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. მე ქედს ვიხრი აგვისტოს ომში დაღუპული გმირების წინაშე, ფასდაუდებელია მათ მიერ სამშობლოსთვის გაღებული მსხვერპლი,"- განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.