ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო ზესტაფონში, საკუთარ სახლში მიასვენეს
თარიღი : 7-08-2017, 11:25 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს, მდინარი ბებიაშვილის ცხედარი ზესტაფონის სოფელ მარტოთუბანში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. სამშობლოში ჩამოსვენების შემდეგ, ჯარისკაცის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.
მდინარი ბებიაშვილს მიმდინარე კვირის ხუთშაბათს, 14 საათზე, სოფელ მარტოთუბანში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ. 26 წლის ახალგაზრდა ავღანეთში 3 აგვისტოს თვითმკვლელი ტერორისტების აფეთქების შედეგად დაიღუპა. ბებიაშვილი საკონტრაქტო სამსახურში 2010 წლიდან, ხოლო ავღანეთში სამშვიდობო მისიით მესამედ იმყოფებოდა.
მდინარი ბებიაშვილი 32-ე ქართველი სამხედროა, რომელიც ავღანეთში, სამშვიდობო მისიას ემსხვერპლა.