Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ავღანეთში დაღუპულ ზესტაფონელ ჯარისკაცს დღეს ჩამოასვენებენ

თარიღი : 6-08-2017, 10:19 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ავღანეთში თავდასხმის შედეგად დაღუპულ ქართველ სამხედროს მდინარი ბებიაშვილს დღეს აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით საქართველოში ჩამოასვენებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპული ქართველი სამხედროს გადმოსვენებასთან დაკავშირებით აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის თანხლებითა და სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულებული სამგლოვიარო მარშის აკომპანირებით გაიმართება.

გარდაცვლილი 25 წლის სამხედრო, ზესტაფონის მუნიციპლალიტეტის სოფელ სანახშირეს მკვიდრია.


საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.


ნანახია: 7277-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრია.
სამოქალაქო პანაშვიდი ზესტაფონში, ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში 10:00 საათიდან დაიწყება.
ახალგაზრდა ავღანეთში სამშვიდობო მისიის ფარგლეში 5 თვის წინ ჩავიდა და მას კონტრაქტის ვადა ოქტომბერში ეწურება.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, ბებიაშვილი ავღანეთში მისიით მესამედ იმყოფებოდა და
სამშობლოში ჩამოსვენების შემდეგ, ჯარისკაცის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდა.

ამინდი