Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტურისტების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი ადგილი პრომეთეს მღვიმეა

თარიღი : 5-08-2017, 00:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის პირველ 7 თვეში დაცულ ტერიტორიებს 489 909 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 35%-ით აღემატება.

2017 წლის 7 თვის მონაცემებით, 61% (301 557 ) ქართველი, ხოლო 39% (188 352 ) უცხოელია. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა 2016 წლის 7 თვესთან შედარებით 28%-ით, ხოლო უცხოელი -45%-ითაა გაზრდილი.

უცხოელებს შორის ყველაზე მეტი ვიზიტორი იყო გერმანიიდან, ისრაელიდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.

სტატისტიკის მიხედვით, 2017 წელს ყველაზე მეტი სტუმარი პრომეთეს მღვიმეს (81 110), მარტვილის კანიონს (74 580), ყაზბეგის ეროვნულ პარკს (72 102), სათაფლიას (55 815) და ოკაცეს კანიონს (38 088) ესტუმრა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, 2016 წელს ვიზიტორთა ცენტრისა და თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ვიზიტორთა რაოდენობის განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება მარტვილის კანიონზე:

1 წელიწადში კანიონის ვიზიტორთა ცენტრის შემოსავალმა 1 404 278 ლარი შეადგინა. მათ შორის 606 000 ლარი მიიღო შპს „ოფუცხოიმ“, რომელიც აერთიანებს იმ ადგილობრივ მაცხოვრებლებს, ვინც მანამდე ნავით მომსახურების სერვისს აქტიურად ახორციელებდა. შპს „ოფუცხოიში“ 80 ადამიანია დასაქმებული და თითოეულის ინვესტიცია 1100 ლარი იყო.
3 500 000 ლარი შეადგინა კანიონის მიმდებარედ განვითარებული ადგილობრივი ბიზნესის შემოსავალმა.

50-დან 120-მდე გაიზარდა მარტვილის კანიონში და მის მიმდებარედ დასაქმებულთა რაოდენობა. 2016 წლამდე მუნიციპალიტეტში სულ 10 სასტუმრო ფუნქციონირებდა. დღეს მათი რიცხვი 25-ია.


ნანახია: 2055-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მხოლოდ აგვისტოს თვეში დაცული ტერიტორიები 227 541-მა ვიზიტორმა მოინახულა, რაც 43 000-ით მეტია, ვიდრე შარშან.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, გაზრდილი შემოსავლები მოხმარდება არსებულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებას, სერვისების
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა.
აზარტული თამაშების სექტორის შემოსავალმა 2016 წელს 4,235,351,755 ლარი შეადგინა, რაც 1 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით.
ყველაზე მეტმა, 3 657 მოსწავლემ სწავლა მე-10 კლასიდან მიატოვა, მათ შორის ბიჭების რაოდენობა გოგონების რაოდენობას 877-ით აღემატება.

ამინდი