Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სოციალურ საცხოვრისში უსახლკარო პირების შესახლება მიმდინარე თვიდან დაიწყება

თარიღი : 4-08-2017, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, იმ 21 სოციალური პროგრამიდან, რომელსაც ქალაქის მერია ახორციელებს, 15 პროგრამა ახალია. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებთან სამწლიანი ანგარიშის პრეზენტაციისას გაანცხადა.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვები ერთ თვეში დახმარების სახით 40 ლარს, ხოლო აღნიშნული სტატუსის არ მქონე ოჯახების შვილები 30 ლარს იღებენ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭირეობის მქონე პირთა თანადგომა. ვეხმარებით სოციალურად დაუცველ ოჯახებს კომუნალური გადასახადების დაფარვაში. ერთ-ერთი მოწინავე თვითმმართველობა ვართ თვითმმართველობებს შორის, რომელმაც 2014 წელს, როდესაც საცხოვრისის არმქონე პირების დახმარების დავალება მიიღო, დავიწყეთ პრობლემის მოგვარება. აგვისტოს თვეში უკვე დაიწყება ბინების განაწილება და მოხდება იქ შესახლება. ჩვენ ვცდილობთ მომდევნო წლის ბიუჯეტშიც გავითვალისწინოთ თანხები სოციალური საცხოვრისისთვის,“ -ამბობს შოთა მურღულია.


ნანახია: 1604-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სოციალურად დაუცველი ოჯახების სახლების გადახურვის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სულ 60 ოჯახი გადაიხურება.
პროექტი 6 500 სოციალურად დაუცველ ოჯახზე განხორციელდება.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე უსახლკარო ადამიანებისათვის სოციალური საცხოვრისის მშენებლობა თებერვლის თვეში დასრულდება.
ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის
ქუთაისის მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურმა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს 9 თვის განმავლობაში გაწეული

ამინდი