Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ჭიათურის საბაგიროს რეაბილიტაციის გამო ოჯახს ქონება იძულების წესით ჩამოერთმევა

topnews.com.ge
ჭიათურის საბაგიროების რეაბილიტაციის გამო ერთ-ერთი ოჯახის უძრავი ქონება ექსპროპრიაციას (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) დაექვემდებარება.

პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიათურის საბაგირო გზის 4 მონაკვეთს უნდა ჩაუტარდეს, რომელთა ჯამური სიგრძე 2.5 კილომეტრია.

როგორც ეკონომიკის მინისტრის, გიორგი გახარიას ბრძანებაში ვკითხულობთ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა პროექტის ზემოქმედების არეალში არსებულ უძრავი ქონების თანამესაკუთრეებთან, დემურ გველესიანთან და ციური ქოქოშვილთან. შეუთანხმებლობის მიზეზია, საექსპროპრიაციო უძრავ ქონებაზე საბაგიროს სადგურის მშენებლობა, რადგან, მესაკუთრეთა მოსაზრებით, აღნიშნული გამოიწვევს მათი საცხოვრებელი პირობების გაუარესებას და მიუთითებენ ხაზობრივი ნაგებობის ექსპლუატაციით გამოწვეულ ხმაურზე.

ბრძანების მიხედვით, პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე „მუნიციპალური განვითარების ფონდს“, აღნიშნული ქონების ექსპროპრიაციის უფლება მიენიჭა.

ცნობისთვის, 2014 წლის 4 ნოემბერს საქართველოს მთავრობას და ფრანგულ კომპანია „Pomagalski“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ჭიათურაში ოთხი რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო გზის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.

დასახელებული პროექტის განსახორციელებლად განსახლების სამოქმედო გეგმა შპს ,,ინფრასტრუქტურის განვითარების კომპანიამ“ მოამზადა და მასვე დაევალა განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად ქონების გამოსყიდვა. 2016 წლის 10 აგვისტოდან კი მთავრობის განკარგულებით, ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში ქონების გამოსყიდვა სსიპ ,,მუნიციპალური განვითარების ფონდს“ დაევალა.

რეაბილიტირებული საბაგირო გზები ქალაქის ცენტრს გარეუბნებთან დააკავშირებს. ბაგირგზები თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით აღიჭურვება, რომელიც ქსელის უსაფრთხოდ მუშაობას უზრუნველყოფს.

წყარო


ნანახია: 3128-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოში ვიზიტად მყოფი, ფრანგული კომპანია პომაგალსკის ვიცე-პრეზიდენტი კრისტიან ბუვიე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
შესაბამის ხელშეკრულებას დღეს, ხელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით შავლიაშვილმა და ფრანგული კომპანიის
სამგზავრო საბაგიროს მუშაობა 2016 წელს შეწყდა და მთაგორიანი რელიეფის ქალაქი, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, უამრავი ტურისტი

ამინდი