დაზიანებული გზა, ჩანგრეული ხიდი და უმოქმედო სამტრედიის გამგეობა

სამტრედია, სოფელი გომში საავტომობილო გზა ჩავარდა. როგორც ირკვევა, გზა დაზიანებულ მდგომარეობაშია უკვე ორი თვეა, თუმცა ამ დროის განმავლობაში სამტრედიის ადგილობრივი ხელისუფლება მისი ბედით არ დაინტერესებულა.
"ასე გამოიყურება გზა, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტს ცენტრალურ მაგისტრალს აკავშირებს. ჩინური კომპანია ვანიდან სოფელ გომის გავლით გურიაში ყოველდღე 50-60 ტონიანი მანქანებით ინერტულ მასალას ეზიდება, რის გამოც გზა განადგურდა. აღნიშნულ ვითარებას ყურადღებას არავინ აქცევს. ამჯერად სოფელში ხიდი ჩაინგრა," - ამბობს სოფელ გომის მკვიდრი ნოდარ ჯოჯუა.

სოფელ გომში დაზიანებული გზისა და ჩანგრეული ხიდის საკითხზე ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელს ვალერი ფოცხვერიას დაუაკვშირდა. გამგებელი გამოსავალს საავტომობილო გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილების მოძრაობის აკრძალვაში ხედავს. რაც შეეხება გზისა და ხიდის რეაბილიტაციის საკითხს, ვალერი ფოცხვერია აღნიშნულზე არ საუბრობს.