Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ‘საქართველოს ბანკის' წინააღმდეგ მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება

თარიღი : 2-08-2017, 15:08 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ ბაღში, „საქართველოს ბანკის“ წინააღმდეგ მოქალაქეთა აქცია გაიმართება. აქციაზე ბანკებისგან დაზარალებული მოქალაქეები შეიკრიბებიან, რომლებიც ხელისუფლებას საბანკო სისტემის გაჯანსაღებისაკენ მოუწოდებენ.

„აქციით ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ „საქართველოს ბანკის“ წინ მოშიმშილე ოთარ ხმელიძეს, რომელსაც ბანკმა ორ თვეში 22 000 ლარის ჯარიმა დაარიცხა. აუცილებელია, ბანკების საქმიანობაში ხელისუფლების ჩარევა. კეთილი ინებოს სახელმწიფომ და მოქალაქეთა უფლებები დაიცვას,“ - ამბობს ბანკებისგან დაზარალებული დარეჯან სულაქველიძე.

ოთარ ხმელიძე „საქართველოს ბანკის“ შენობის წინ ორი დღეა შიმშილობს. ხმელიძე ამბობს, რომ ბანკიდან სესხის სახით 17 500 ლარი ჰქონდა გამოტანილი, რომელსაც პირნათლად იხდიდა.

"3 600 ლარი გადახდილი მაქვს ამ თანხიდან. ერთხელ შემეშალა ხელი, თუმცა შემდეგ თანხას ვიხდიდი. ბანკში რომ მივედი, თანხა აღარ გადამახდევინეს და ორ თვეში ჯარიმის სახით 22 000 ლარი დამაკისრეს. მე უარს არ ვამბობ ჩემი საბანკო ვალდებულებების დაფარვაზე, თუმცა უკანონოდ დარივხულ ჯარიმას არ გადავიხდი. ბანკი ახლა მორიგების აქტს მთავაზობს, თუმცა იგივე კაბალური პირობებით, რასაც ცხადია ხელს არ მოვაწერ," - ამბობს ოთარ ხმელიძე.


ნანახია: 1401-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მოშიმშილე ოთარ ხმელიძე ამბობს, რომ ბანკიდან სესხის სახით 17 500 ლარი ჰქონდა გამოტანილი, რომელსაც პირნათლად იხდიდა.
აქციაზე ბანკებისგან დაზარალებული მოქალაქეები შეიკრიბნენ.
ქუთაისში, იპოთეკური სესხებით დაზარალებული მოქალაქეები ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობაზე საუბრობენ.
როგორც კომერციული ბანკების ანგარიშგებაში ვკითხულობთ, ჯარიმებიდან ყველაზე მეტი შემოსავალი 'ლიბერთი ბანკმა' მიიღო - 17 710 297
რას ჰყვება ყოფილი სტუდენტი, რომელსაც ბანკმა დავალიანება დაარიცხა?

ამინდი