Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ამერიკის მოქალაქე საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა-ჩემი ისტორია მაგალითია ყველა ემიგრანტისთვის

თარიღი : 31-07-2017, 22:04 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოში მყოფი, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ამერიკის მოქალაქის სიცოხლისა და უსაფრთხოების დაცვისაკენ მოუწოდებენ.

ქ.ა.,რომელიც ამერიკაში წლების განმავლობაში ცხოვრობდა, საქართველოში დაბრუნდა და საქართველოს მოქალაქეზე დაქორწინდა. რესპონდენტი ამბობს, რომ ქორწინებიდან მალევე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გახდა. გოგონა მიხვდა, რომ მეუღლეს მასთან ქორწინება ამერიკის მოქალაქეობის მისაღებად სჭირდებოდა.

"წლებია ამერიკაში ვცხოვრობდი. გაჭირვებამ მე და დედა ამერიკაში წაგვიყვანა. პირველი ქორწინებიდან 14 წლის გოგონა მყავს. საქართველოში დავბრუნდი, რადგან მინდოდა, ჩემი შვილისთვის ქართული განათლება მიმეცა. მეგობრების მეშვეობით გავიცანი ჩემი მომავალი ქმარი. დაჩქარებული წესით მოვაწერეთ ხელი. ქორწინებიდან ცოტა ხანში დაიწყო ძალადობა. მაიძულებდა, რომ სწრაფად შემეკრიბა მისი საბუთები და ამერიკაში გადამეგზავნა რომ მას ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონოდა. თვითონ საბერძნეთში მყოფი დედა არჩენს. თავისი საქმე არ აქვს. მხოლოდ მონადირეობა ეხერხება და დაახლოებით 7 იარაღი აქვს სახლში. როდესაც მდგომარეობა დაიძაბა და ამერიკაში წავედი, მწერდა, რატომ არ გადააგზავნე საბუთები, აქ არ ჩამოხვიდე, თორემ აეროპორტში დაგაინვალიდებო. ფეხმძიმე ქალზე ზეწოლას და მუქარას არ ერიდებოდა. ჩემი ისტორიაა ძალიან კარგი გაკვეთილია ყველა ემიგრანტი გოგონასთვის. ვცდილობ თავი დავიცვა მოძალადე ქმრისგან, რადგან უკვე 7 თვის ფეხმძიმე ვარ და ამერიკაში რომ წავიდე, ჩემთვის ფრენა არ შეიძლება. ყოფილი ქმარი კი მუდმივად მემუქრება," - ამბობს ქ.ა.

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი გოგონას ინტერესებს ადვოკატი ლედი ტუკვაძე იცავს. ადვოკატის თქმით, აუცილებელია სამართალდამცავებმა მიიღონ ყველა ზომა იმისთვის, რომ ფეხმძიმე გოგონა ქმრის მუქარის მსხვერპლი არ გახდეს.

"როგორც აღმოჩნდა, საქართველოს მოქალაქის ამერიკის მოქალაქეზე დაქორწინების მიზეზი ამერიკის მოქალაქეობის მიღება იყო. იმის გამო, რომ გოგონა ფეხმძიმეა, მისთვის ფრენა არ შეიზლება და ამერიკაში ვერ ბრუნდება. შესაბამისად, მისი უსაფრთხოება არ არის დაცული, თავს გრძნობს დაუცველად. საქართველოში ქალებზე ძალადობის ფაქტი ვიცით რომ ბევრია. ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა ყოფილი ქმარი ფეხმძიმე ქალს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ამერიკის კონსულთან და განვიხილეთ გოგონას უსაფრთხოების დაცვის სხვადასხვა ვარიანტი. მოვუწოდებ შსს-ს, რომ უზრუნველყოს ამერიკის მოქალაქის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვა," - ამბობს ადვოკატი.


ნანახია: 3553-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის რეგიონის მკვიდრი, 23 წლის გოგონა მეუღლის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაზე საუბრობს.
იმერეთის ახალი ამბების სააგენტო topnews.com.ge-ს ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა განუცხადეს, რომ შემთხვევა ამერიკის
გარდაცვლლილი გოგონა თვითმკველობამდე ერთი დღით ადრე მეზობლებმა სასაფლაოზე ნახეს, სადაც ის უცნობ პიროვნებას ტელეფონით ესაუბრებოდა
ქუთაისში მცხოვრები ნადია შაბანოვა თავს ოჯახური ძალადობის მსხვერპლად აცხადებს.
დეა გოშხეთელიანი ყოფილი ქმრის პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

ამინდი