Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში დედამ შვილი საფლავიდან ამოთხარა

თარიღი : 30-07-2017, 00:39 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში თვითმკვლელობით გარდაცვლილი დემურ სტურუა დედამ საფლავიდან ამოთხარა. ნონა ჯოჯუას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა რძალმა შვილის საფლავზე მისვლა აუკრძალა. დედამ გარდაცვლილი შვილი სოფელ კულაშიდან სოფელ დაფნარში გადაასვენა.

“წუხელ მოუპარია საფლავიდან მიცალებულები. მე გვიან მეზობლებმა გამაგებინეს. ახლა ვიყავი სასაფლაოზე და ჩემი გარდაცვლილი ოჯახის წევრების ძვლებია დაყრილი და საფლავი სულ გადათხრილია. უკვე დავრეკე პოლიციაში და ველოდები რეაგირებას," - ამბობს გარდაცვლილის ბიცოლა დარიკო ჯაში.

გარდაცვლილის დედასა და ბიცოლას შორის დაპირისპირება დემურ სტურუას გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით თავდაპირველად პოლიციამ სამტრედიის რაიონული პოლიციის თანამშრომელი გოდერძი თევზაძე დააკავა, თუმცა პოლიციელი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ნონა ჯოჯუა პოლიციელის გამართლების შემდეგ აცხადებდა, რომ მისი შვილი გოდერძი თევზაძეს არ მოუკლავს და დამნაშავე სხვა პიროვნება იყო, რომელსაც აუცილებლად იპოვნიდა. თავის მხრივ, შვილის მკვლელის სანაცვლოდ ფულის აღებაში ადანაშაულებდა რძალს დარიკო ჯაში.


ნანახია: 2555-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სამტრედიის სოფელ დაფნარში გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდის, დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა ახლობლების მხრიდან დაშინებაზე საუბრობს.
23 წლის გარდაცვლილი ახალგაზრდის ბიცოლა აცხადებს, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დედამ პოზიცია რადიკალურად შეცვალა, მატერიალური
სამტრედიის მუნიციპალიტეტში გარდაცვლილი დემურ სტურუას საქმეზე, პოლიციელი გოდერძი თევზაძე უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო.
22 წლის დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე ექსეპრტიზის პასუხი ცნობილია.
სამტრედიაში გარდაცვლილი ახალგაზრდის დემურ სტურუას დედას ეჭვი აქვს, რომ საქმეზე დაკავებული პოლიციელი გოდერძი თევზაძე შესაძლოა

ამინდი