Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

თარიღი : 29-07-2017, 01:28 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დეპარტამენტის უფროსს მინდია ღლონტსა და ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციის სამმართველოს უფროსს მაკა სამხარაძეს შეხვდა. გამგებელმა თერჯოლაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო სამინისტროს წარმომადგენლებს, რის შემდეგაც მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს.
http://www.picz.ge/img/s1/1707/29/2/207a6af0cf9b.jpg
ამჟამად საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის გზების შემდეგ მონაკვეთებზე:
1. სოფ. ზედა საზანო-26 მაისის დამაკავშირებელი გზის 2,5 კმ-იანი მონაკვეთი-ბეტონის საფარით მოწყობა;
2. ქ. თერჯოლაში რუსთაველის ქუჩის II ჩიხი-გზის რეაბილიტაცია-ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა;
3. სოფ. ჩხარი-გოგნის დამაკავშირებელი გზა-ბეტონის საფარით მოწყობა;
4. თერჯოლა-სიქთარვის დამაკავშირებელი გზა- ბეტონის საფარით მოწყობა;
5. სოფ. გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზა-ასფალტის საფარის მოწყობა;
6. სოფ. ღვანკითი-ტელეფას დამაკავშირებელი გზა- მოასფალტება.

ყველა ეს პროექტი, რომლებზეც საერთო ჯამში სამ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, რეგიონალური განვითარების ფონდის სახსრებითა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

თემურ ქოჩიაშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან საუბარში განაცხადა:

„გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ჩვენ-მუნიციპალიტეტის გამგეობამ და საკრებულომ, თერჯოლა-ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის დიდი ძალისხმევით ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი ობიექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ოპერატიულად დაგვედო ჩვენი პრიორიტეტების ჩამონათვალიდან.

სწორედ ასეთი მიდგომითა და ერთობლივი მოქმედებით გახდა შესაძლებელი, რომ მიმდინარე წლისათვის სარეაბილიტაციო, თუ ახლადასაშენებელ ობიექტთა ნუსხაში შევიდა 70-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელთა დაფინანსებისათვის 11 მილიონ ლარზე მეტია საჭირო, რაც დღემდე უპრეცედენტო მოცულობაა თერჯოლის მუნიციპალიტეტისათვის. განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ თანხიდან 9 მილიონ ლარზე მეტი უკვე მობილიზებულია. იმედი გვაქვს, რაც დავგეგმეთ ყველაფერს გავაკეთებთ, რადგან ჩვენ-ადგილობრივ თვითმმართველობას მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საკეთილდღეოდ მხარში გვიდგას ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება და ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე“.


ნანახია: 843-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ასევე იმსჯელეს ახალ პროექტებზე. განხილვის პროცესშია 40-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს
შესრულებულ სამუშაოებს მონიტორინგს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუწევს.
თერჯოლაში ამ დროისათვის სოფლებთან დამაკავშირებელი გზებისა და ეზოების მოწყობა მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები უკვე დასრულდა.
თერჯოლაში 16 პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო 7 მათგანზე სამუშაოები ხორციელდება.

ამინდი