ვანისთვის 'საოცნებო' სამი წელი-რას თვლის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამწლიანი საქმიანობის მიღწევად?
თარიღი : 27-07-2017, 23:23 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის პოზიციაზე გაწეულ მუშაობას აფასებს.
ხურციძე გაწეული საქმიანობის შესახებ მიმართვას ავრცელებს. გამგებელი მიღწევად ქალაქ ვანსა და მის სხვადასხვა სოფელში გზბების მშენებლობას, საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-მშენებლობას, გაზიფიცირებას, მუნიციპალური ტექნიკის შეძენას და სხვადასხვა სოციალური პროექტის განხორციელებას თვლის. ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ მიმართვის ნაწილს.
"2015-2017 წლებში მუნიციპალიტეტში აშენდა და მიმდინარეობს რამდენიმე საწარმოს მშენებლობა. კერძდ, სოფელ ბზვანში სახელმწიფოს 400 000 ლარიანი თანადაფინანსებით აშენდა დაფნის გადამამუშავებელი საწარმო. პროექტის საერთო ღირებულებაა 1 000 000 ლარი, რომელშიც 600 000 ლარს ინვესტიცია შეადგენს. საწარმოში დასაქმებულია 30 ადგილობრივი მაცხოვრებელი. იგეგმება კიდევ ასამდე ადამიანის დასაქმება.
სოფელ ამაღლებაში ფუნქციონირებს თხილის გადამაუშავებელი ქარხანა,სადაც ხდება თხილის მიღება, დასაწყობება და გადამუშავება. 2016 წელს აღნიშნულმა საწარმომ სახელმწიფოსგან ისარგებლა შეღავათიანი აგროკრედიტით, რომლის ფარგლებშიც საწარმოს გასაფართოებლად მიიღო 120 000 დოლარი. აღნიშნულ საწარმოში 80 ადამიანია დასაქმებული.
ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მინის და კომპოზიტური არმატურის საწარმოს მშენებლობა.
ახალ საწარმოში 38 სამუშაო ადგილი შეიქმნება და ჯამში 440 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
მუნიციპალიტეტში ხორციელდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი. ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობითა და იუსტიციის სამინისრტოს ინიციატივით უახლოეს პერიოდში სოფელ ზეინდარში საზოგადოებრი ცენტრის მშენებლობა დასრულდება, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს რაიონიდან გაუსვლელად, ერთ სივრცეში მიიღოს სხვადასხვა სახის მათთვის საჭირო სერვისი და მომსახურება.
ზემოთ აღნიშნულ პერიოდებში მუნიციპალიტეტში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებიდან გამოვყოფდით ყველაზე მნიშვნელოვანს, რომელიც ვანის მუნიციპალიტეტს რეგიონის ტურისტულ ცენტრად აქცევს. ეს არის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების დაცვით მიმდინარე ვანის ნაქალაქარის რეაბილიტაცია და არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა.
სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა ვანის არქეოლოგიური მუზეუმის ტერიტორიაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროქექტების განხორციელება.
კომპლექსური სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება ვანის არქეოლოგიური მუზეუმის, ნაქალაქარის ტერიტორიის, მუზეუმამდე მისასვლელი გზისა და მუზეუმის სპეციალური ინვენტარით აღჭურვის სამუშაოები.
ამ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 14,5 მილიონი ლარია და ის მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის, კერძოდ მუნიციპალური განვითარების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება," - ნათქვამია გამგებლის ანგარიშში.