Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისთვის,'-მერიის დაფინანსებული პროექტის შედეგებს ქალაქის მერი გაეცნო

თარიღი : 26-07-2017, 19:50 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების მხარდაჭერით, ააიპ "საათი" მიმდინარე წლის ივნისში ახორციელებდა პროექტს "არაფორმალური განათლება ახალგაზრდების გაძლიერებისათვის". პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი ახალგაზრდების გაძლიერებას, გააქტიურებას და მათი ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე მიმდინარე ახალგაზრდულ საკითხებში. პროექტის შედეგების ანგარიში დღეს "აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის" (EECMD)-ის ქუთაისის ოფისში ჩატარდა. პრეზენტაციას ქუთაისის მერი შოთა მურღულია დაესწრო და ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა. პროექტში 21 ახალგაზრდა საკონკურსო შერჩევის შედეგად ჩაერთო. პროექტის ფარგლებში ხუთი ტრენინგი ჩატარდა და ახალგაზრდები გაეცნენ აქტიური მოქალაქეობის, დასაქმების სპეციფიკის, საარჩევნო და ადამიანის უფლებათა საკითხებს.




ნანახია: 1732-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ბანაკის მიზანია - აქტიური, მოტივირებული ახალგაზრდების გამოვლენა, ახალგაზრდებში მოხალისეობრივი საქმიანობის პოპულარიზაცია, მათი
მერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების ჩართვა თვითმმართველობის მართვაში აუცილებელია.
პროექტის ფარგლებში მოხდება წარმატებული სპორტსმენების სპორტული ცხოვრებისა და მათი განვლილი გზის აღწერა. ასევე, პროექტი
RICDOG პროექტის-'ჯადოსნური წრე' მეორე ფაზა დასრულდა.

ამინდი