Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყვიის გადამეტებული ოდენობა ხორცში და სასმელ წყალშიც აღმოჩნდა

თარიღი : 26-07-2017, 13:31 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უნელების შემდეგ ტყვიის გადამეტებული ოდენობა ადგილობრივი წარმოების ხორცში და სასმელ წყალშიც აღმოჩნდა. საუბარია ძირითადად დასავლეთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე. აღნიშნულ მონაცემებს Momxmarebeli.ge აქვეყნებს.

„ვინაიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) საკმარისად არ გაავრცელა სუნელებისა და სხვა პროდუქტების ტყვიის შემცველობაზე შემოწმების დეტალური შედეგები, ეს მონაცემები გამოვითხოვეთ სეს-იდან და ვაქვეყნებთ. იხილეთ სეს-ის მიერ 2015-2017 წლებში ტყვიის შემცველობაზე შემოწმებული იმ დასახელების სუნელების სია, რომლებიც ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის გაფრთხილებაში იყო შეტანილი.

Momxmarebeli.ge -ში აცხადებენ, რომ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2017 წელს ტყვიით დაბინძურებული ოთხივე ნიმუში ზუგდიდშია აღმოჩენილი და იდენტიფიცირებულია, რომ ერთ-ერთი პროდუქტი იმპორტირებულია.

მათი განცხადებით, სავარაუდოდ, 2017 წელს საზოგადოების მხრიდან საკითხისადმი გამოხატული დიდი ინტერესის შედეგია, რომ სუნელების გაცილებით მეტი ნიმუში შემოწმდა, ვიდრე წინა წლებში, მიუხედავად იმისა, რომ სეს-მა ნიუ-იორკის ჯანმრთელობის დეპარტამენტის გაფრთხილება ქართულ სუნელებში ტყვიის გადაჭარბებული ოდენობის შემცველობის შესახებ 2015 წელს მიიღო.

როგორც ამ სიიდან ჩანს, ტყვიის გადამეტებული ოდენობა, უმეტესად, ადგილობრივი საქონლის ხორცში და ადგილობრივი წარმოშობის სხვა სურსათშია (მათ შორის, სასმელ წყალში) აღმოჩენილი. Momxmarebeli.ge -ში აცხადებენ, რომ ეს, სავარაუდოდ, გარემოს ტყვიით დაბინძურების შედეგია.

მათივე მტკიცრებით, სიაში მითითებულია, რომ შემთხვევების უმეტესობასთან დაკავშირებით შეტყობინება გაიგზავნა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში და სამინისტროდან მიღებული პასუხის მიხედვით, სამინისტრო შესაბამის მუნიციპალიტეტებში ნიადაგისა და ზედაპირული წყლის კვლევას ახორციელებს. თუმცა, დაბინძურების მიზეზების შესახებ არაფერია აღნიშნული.

„აუცილებელია, რომ დაბინძურების ყველა შემთხვევის მიზეზები იქნას გამოკვლეული და შესაბამისი ზომები იქნას მიღებული მავნე ნივთიერებების ზემოქმედებისაგან მოსახლეობის დასაცავად.ჩვენ მივმართეთ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ფინანსთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროებს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ტყვიით დაბინძურების ყველა შემთხვევის მიზეზების კვლევის შედეგების მისაღებად და ჩვენს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას მომავალშიც გამოვაქვეყნებთ“-ნათქვამია Momxmarebeli.ge-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, რამდენიმე კვირის წინ On.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა საქართველოში ნაყიდ ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში.

commersant.ge


ნანახია: 1918-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სპეციალისტები გადაჭარბებულ მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ, თუმცა პრობლემა სხვა კუთხითაც არსებობს
ამის შესახებ ექიმმა-ტოქსიკოლოგმა ინგა ღვინერიამ განაცხადა.
ქვეყანაში ამ კუთხით საგანგაშო სიტუაცია არ არის, თუმცა, გასაანალიზებელია არსებული სურათი და დასაგეგმია შემდგომი ნაბიჯები.
ქუთაისის მერიამ ქალაქის ტყვიის მსროლელთა ნაკრების გუნდისათვის პრევმატური პისტოლეტების შესაძენად 20 000 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.
ნიტრატების შემცველობაზე ხილ-ბოსტნეულის კვლევა გრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობს ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტში,
17 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამინდი