ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ლევან ცუცქირიძის სახელობის სახვითი ხელოვნების დარბაზი გაიხსნა
თარიღი : 24-07-2017, 22:12 | კატეგორია: ახალი ამბები

ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ლევან ცუცქირიძის სახელობის სახვითი ხელოვნების დარბაზი გაიხსნა.
40-მდე მხატვრის 46 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, მუზეუმის ორ დარბაზში განთავსდა. XXI საუკუნის ბუმბერაზი მხატვრის ლევან ცუცქირიძისა და მისი მეგობარი მხატვრების უნიკალური კოლექცია ხარაგაულს სამხატვრო სტუდია „ფრესკა“-ს დამფუძნებლის, მამუკა ცუცქირიძის, ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის გამგებლის ნიკოლოზ თოფურიძის მხარდაჭერით, საჩუქრად გადაეცა.
ნამუშევრები ლევან ცუცქირიძის სახვითი ხელოვნების დარბაზში მუდმივად იქნება გამოფენილი. კოლექციაში სხვადასხვა თაობის ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრებია წარმოდგენილი.