Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელმა ექიმებმა 10 წლის მოზარდს თვალი შეუნარჩუნეს

თარიღი : 24-07-2017, 17:10 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მდებარე კლინიკა "ბომონდის" ოფთალმოლოგიის განყოფილების ექიმებმა 10 წლის მოზარდი თვალის დაკარგვას გადაარჩინეს. ოფთალმოლოგ ზაზა სინაურიძის თქმით, მოზარდმა თვალი თანატოლებთან ერთად, ბურთით თამაშის დროს დაიზიანა.

"შემთხვევა სამტრედიაში მოხდა. ბავშვი ჩვენთან შემოიყვანეს თვალის ურთულესი ტრავმით. ჩვენი განყოფილება იმით გამოირჩევა, რომ აქ შესაძლებელია გადაუდებელი და სასწრაფო ოპერაციების გაკეთება. მე და განყოფილების ოფთალმოლოგმა გიორგი ზუმბურიძემ 10 წლის ნიკოლოზ ცაგარეიშვილს ოპერაცია გავუკეთეთ. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და მოზარდს თვალი შეუნარჩუნდა. ნიკოლოზი ახლა თავს კარგად გრძნობს და ჩვენც ბედნიერები ვართ, რომ მისი დახმარება შევძელით," - ამბობს ზაზა სინაურიძე.

ცნობისთვის, შპს კლინიკა "ბომონდში" 2017 წლის იანვრიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიის (თვალის) განყოფილება. განყოფილებას ზაალ (ზაზა) სინაურიძე ხელმძღვანელობს. ოფთალმოლოგიის განყოფილებაში ოფთალმოლოგები: გიორგი ზუმბურიძე და სალომე გრიგალაშვილი საქმიანობენ.

"განყოფილება აღჭურვილია უახლესი აპარატურით. ჩვენთან კეთდება ნებისმიერი სირთულის კატარაქტას ოპერაცია, ასევე, გლაუკომის საწინააღმდეგო და სიელმის ოპერაციები. თვალის გარდა, ოპერაციები კეთდება თვალის დანამატ და დამცველ ორგანოებზე.

"პაციენტების მიღების საათები 10:00 საათიდან 17:00 საათამდე გვაქვს, თუმცა კლინიკა "ბომონდის" ოფთალმოლოგიის განყოფილების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ჩვენთან კეთდება სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციები. ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ღამის საათებში გადაუდებელი ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტი შემოსულა და ოპერაციის გასაკეთებლად გამოვუძახებივარ. იმდენად თბილი ურთიერთობაა ჩვენსა და პაციენტებს შორის და იმდენად ახლოს მიგვაქვს მათი პრობლემები, ჩვენ და ჩვენი პაციენტები ერთი დიდი სამეგობრო ვართ," - ამბობს კლინიკა "ბომონდის" ოფთალმოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ზაზა სინაურიძე.


ნანახია: 7489-ჯერ

მსგავსი სიახლეები
შპს კლინიკა 'ბომონდში' 2017 წლის იანვრიდან სრული დატვირთვით ფუნქციონირებს ოფთალმოლოგიის (თვალის) განყოფილება.
წლებია კლინიკა 'ბომონდში' სიმსუქნის ყველა ფორმის ოპერაცია კეთდება. ოპერაციებს ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
იშვიათი ოპერაციები, რომლებიც დასავლეთ საქართველოში კეთდება.
ჩვენი მისამართია: ქუთაისი, ა. წერეთლის ქუჩა მეხუთე შესახვევი #4.
გონების დაკარგვა, წნევის დაცემა, ტკივილი მუცლის არეში-ეს ის სიმპტომებია, რომლითაც კლინიკა 'ბომონდის' მიმღებ განყოფილებას
სს „ჩემი ოჯახის კლინიკის“ ქუთაისის რეგიონალური საავადმყოფოში, სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისა და სამედიცინო დახმარების
ნიშნიანიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ძველ გვარდიას ზურაბიშვილის გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის, ის ინაუგურაციაზე დასასწრები მოსაწვევის გარეშე დატოვეს.
2019 წლის ასტროლოგიური პროგნოზი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ამინდი