Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ახალგაზრდების სცენარებით ფილმები გადაიღეს

თარიღი : 23-07-2017, 21:05 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
"საზაფხულო კინო სკოლა ქუთაისელი ახალგაზრდებისათვის," - ასეთია იმ პროექტის სახელწოდება, რომელსაც ასოციაცია "სინემარა" ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში 38 ახალგაზრდას ორი კვირის განმავლობაში კინოხელოვნების დარგებში ლექციები უტარდებოდა. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდა სამი მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება. ფილმები ქუთაისელი ახალგაზრდების სცენარებით და მათი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა.

პროექტ-"კინო სკოლა ქუთაისელი ახალგაზრდებისათვის" ფარგლებში მომზადებული ფილმების ჩვენება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში გაიმართა.

"ჩვენ ფაქტობრივად მოვწამლეთ ეს ბავშვები ამ პერიოდის განმავლობაში. დარწმუნებული ვარ, ბევრი ახალგაზრდა კინოს აირჩევს," - ამბობს კინორეჟისორი გიორგი ხარებავა.
ქუთაისელი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ფილმების გაგზავნას ასოციაცია "სინემარა" საერთაშორისო ფესტივალებზე გეგმავს.


ნანახია: 1876-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნულ პროექტს საქართველოს ეროვნული კინო-ცენტრი ახორციელებს.
25-მა ქუთაისელმა მოსწავლემ კინოს ისტორიისა და შექმნის სპეციფიკის შესახებ სასემინარო კურსი მოისმინა. 
ქუთაისში კაფე-კინო ბრაზერსის მეპატრონე, ლევან ჭავჭანიძე, ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების უფროსს, თამთა თურმანიძეს
16-19 ნოემბერს ქუთაისი ქართული კინოს ფორუმს უმასპინძლებს,
სკოლა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას აწსუს აგრარული ფაკულტეტის 25 სტუდენტი მიიღებს.