Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ფარმაცევტული ბაზარი ისევ ბურუსითაა მოცული

თარიღი : 23-07-2017, 15:45 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პრობლემა შეინიშნება, რასაც ყურადღება კონკურენციის სააგენტომ უნდა მიაქციოს. არსებობს მოსაზრება, რომ ბაზარზე მოთამაშე 4 წამყვანი კომპანია კარტელურ გარიგებაშია და შეთანხმებულად არეგულირებს ფასებს.

ფაქტი, რომ GMP-ის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლა 2018 წლამდე გადაიდო, მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის შიგნით წარმოებული მედიკამენტების ექსპორტს და, ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის შიგნით მოხმარებული მედიკამენტების ხარისხსაც.

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სსიპ. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო, ერთი მხრივ, მას არ გააჩნია საკმარისი ფინანსური რესურსი მასზე დაკისრებული ფუნქციის ეფექტიანად შესასრულებლად. სააგენტოს აუცილებელია ჰქონდეს თანამედროვე ლაბორატორია და შესაბამისი ბიუჯეტი, რაც ჯერაც გადაუჭრელი პრობლემაა. ხოლო, მეორე მხრივ, დღეს არსებული კანონმდებლობით სააგენტო ვერ უზრუნველყოფს შესყიდული მედიკამენტების სრულ ხარისხიან შემოწმებას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ინსპექტორების მიერ შერჩევითად, თუმცა უფრო ხშირად შემოწმდეს აფთიაქები. ამასთან ერთად, უნდა გაიზარდოს არაკეთილსინდისიერ აფთიაქებისთვის ჯარიმების ოდენობა.
მიუხედავად პრობლემებისა, ფარმაციის ბაზარზე შეინიშნება პოზიტიური ძვრებიც, კერძოდ, 2009 წელს ფარმაცევტული პროდუქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შევიდა. თუმცა, აღიარებითი რეგისტრაციის შემთხვევაში ბაზარზე უხარისხო მედიკამენტების შემოსვლის მცირედი რისკები მაინც არსებობს. ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის საქართველოს მარეგულირებელსა და მაღალი სანდოობის ქვეყნების მარეგულირებლებს შორის უნდა გაძლიერდეს კოორდინაცია ან/და რეგისტრაციის პირობები კიდევ ერთხელ უნდა გადაიხედოს.
საინტერესო საკითხია რეცეპტების სისტემაც, რომლის დადებითი მხარეები მის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამო, არც თუ ისე დიდია. ფარმაცევტული ქსელები მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემისას ყოველთვის არ ჯარიმდებიან. ამ ქმედებისთვის კანონით განსაზღვრული ჯარიმები საკმაოდ მცირეა იმისთვის, რომ დარღვევის პრევენცია მოახდინოს.

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ფარმაცევტული ბაზარი ჯერაც დაურეგულირებელია, შედეგად მომხმარებლებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სავსებით სამართლიანად უამრავი შეკითხვა და პრეტენზია უგროვდებათ როგორც სახელმწიფოსთან, ასევე თავად მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან.

ვეფხია გიორგაძე
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ვიცეპრეზიდენტი


bfm.ge


ნანახია: 771-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალ რეგულაციას ჯანდაცვის მინისტრი მთავრობას დასამტკიცებლად 3 აგვისტოს წარუდგენს.
ამის შესახებ დავით სერგეენკომ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციიის ხელმძღვანელის, ირაკლი მარგველაშვილის
იმის გამო, რომ წამლების ლაბორატორიული შემოწმება ძვირი ღირს, თანაც საქართველოში ასეთი ლაბორატორია (თუ არ ჩავთვლით ადგილობრივი
კონკურენციის სააგენტომ ყავის ბაზარზე დარღვევები აღმოაჩინა.
ფარმაცევტული კომპანია პინგვინი ქუთაისში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს სამედიცინო ჟანგბადით ამარაგებს და ყველა სამედიცინო
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბაზარზე სულ კომერციული 19 ბანკი ოპერირებს, თუმცა მათი რაოდენობა უახლოეს პერიოდში 17-მდე,
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.
საპრსიაში მიმდინარე გზის გაწმენდითი სამუშაოები ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ამ დროისთვის შტატით გათვალისწინებული 31 და შტატგარეშე 5 ადამიანია დასაქმებული.

ამინდი