ქუთაისის მერიის სამსახურის ყოფილმა უფროსმა მერიას სასამართლოში მოუგო
თარიღი : 22-08-2013, 11:49 | კატეგორია: სამართალი

ქუთაისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყოფილ უფროსს კახა მაჩიტიძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი დაუკმაყოფილა. მაჩიტიძე გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამსხურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვდა. ცნობისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს, ქალაქის მერიიდან რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული სხვა პირებიც ელოდებიან.