იმ ადგილას, სადაც 80 წლის წინ ასობით ადამიანი დახვრიტეს, ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ
თარიღი : 22-07-2017, 20:58 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ ქალაქის საკრებულოს დეპუტატებთან ერთად, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მემორიალთან რეპრესირებულთა ოჯახის წევრებიც იყვნენ შეკრებილები.
ქუთაისში რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალი მუხნარის ტყე–პარკში იმ ადგილას მდებარეობს, სადაც 80 წლის წინ ასობით ადამიანი დახვრიტეს.
პოლიტიკური რეპრესიები საქართველოში 1921 წლიდან დაიწყო და განსაკუთრებით ფართო მასშტაბებს 1937 წელს მიაღწია. ქუთაისში რეპრესიებს მწერლები, მეცნიერები, და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ემსხვერპლნენ.
დღესვე რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის სადილი მოეწყო, რომელიც მერიის სოციალურ საკითხთა სამსახურის მიერ სოციალური ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.