Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამოძალვაში ბრალდებული პირი გაამართლა

თარიღი : 21-07-2017, 19:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. სისხლის სამართლის პალატამ ვერა დოლიძის თავმჯდომარეობით გამოძალვაში მსჯავრდებული პირი უდანაშაულოდ ცნო და მას 5-წლიანი საპატიმრო მსჯავრი მოუხსნა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით, გ.ხ.-მ ჩაიდინა გამოძალვა დაზარალებულის მიმართ სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით, არაერთგზის. ამავე საქმეზე ბრალდებული გ.ლ. კი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო პირველი ინსტანციის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

საქმის განხილვა გაგრძელდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, რომელსაც ბრალდების მხარემ ორივე პირის დამნაშავედ ცნობის მოთხოვნით მიმართა. ბრალმდებლის მტკიცებით, დაზარალებული ქალბატონის მიმართ გ.ხ.-მ და გ.ლ.-მ დანაშაული ურთიერთშეთანხმებით ჩაიდინეს. კერძოდ, სასიყვარული მიმოწერის გამჟღავნების მუქარით გამოსძალეს ფული და 2850 ლარის ნივთები. თავის მხრივ, მსჯავრდებულის გამართლება სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ.ხ.-ს დაცვის მხარემაც.

სისხლის სამართლის პალატამ საქმის მასალების საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებდა ბრალდებულთა დამნაშავედ ცნობისთვის აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს. შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სისხლის სამართლის პალატამ გ.ხ. უდანაშაულოდ ცნო, გ.ლ.-ს მიმართ კი ფოთის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა.

მსჯავრდებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან განაჩენის გამოცხადებისთანავე გათავისუფლდა.


ნანახია: 1908-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას 'ვერდიქტი',
40 წლის გიორგი გიორგაძეს საკუთარი სახლის წინ, ცივი იარაღით 11 ჭრილობა მიაყენეს.
ორი მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
სასამართლომ ადვოკატ ოთარ რუხაძის პოზიცია გაიზიარა და ი.თ. უდანაშაულოდ ცნო.
საქმის პროკურორის დავით ცირეკიძის განცხადებით, სასამართლომ არ გამოიტანა სწორი გადაწყვეტილება, რის გამოც გადაწყვეტილება უზენასეს

ამინდი