ქუთაისში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მოხუცებულს დაეჯახა
თარიღი : 21-07-2017, 16:54 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

ქუთაისში, გივი კილაძის სახელობის ცენტრალურ მოედანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოხუცი ქალბატონი დაშავდა. თვითმხილველების განცხადებით, ქალბატონს მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყვნენ საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. დაშავებული ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.