'კონდინცირების სისტემა ქუთაისის ტრანსპორტში არაეფექტური იქნება,'- რატომ მოუწევთ მგზავრებს მგზავრობა დისკომფორტის ფონზე?

ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მგზავრებს ზაფხულის ცხელ დღეებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა დისკომფორტის ფონზე მოუწევთ. როგორც ირკვევა, კონდინციონერი, რომელიც ზახფულის ცხელ დღეებთან გასამკლავებლად ერთ-ერთ საშუალებად განიხილება, ქუთაისში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ დამონტაჟდება.
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ირაკლი ცხვედიანი ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთან საუბრისას იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტი კონდინცირების სისტემის გარეშე მუშაობს.
ირაკლი ცხვედიანის თქმით, აღნიშნულის პირველი მიზეზი ის არის, რომ სამარშუტო ხაზებზე გადამყვანი ფირმების შერჩევისას გამოცხადებულ კონკურსზე ადგილობრივ ხელისუფლებას კონკურსში მონაწილე ფირმებისათვის კონდენცირების სისტემის მოწესრიგება არ დაუვალებია.
„კონდინციონერი მხოლოდ იმ შემთხვევაში მუშაობს, როდესაც რაღაც დროის მანძილზე დახურულ სივრცეში თბილი ჰაერის შედინება არ ხდება. ის ფაქტი, რომ გაჩერებიდან გაჩერებამდე მანძილი 300-400 მეტრია და დაახლოებით ყოველ 5 წუთში ხდება კარის გაღება, კონდინციონერების მოქმედებას საკმაოდ არაეფექტურს ხდის. ეს გამოიწვევს მხოლოდ ხარჯების არაეფექტიან ზრდას და არანაირი ნაყოფიერი მოქმედება არ ექნება და თუ მანც დავუშვებთ ამ ყველაფერს, მაშინ ტრანსპორტის გადასახადი საგრძნობლად გაიზრდება,“ - ამბობს ირაკლი ცხვედიანი.
გარდა ამისა, როგორც ირკვევა, ქალაქში მოძრაობს ავტობუსების კატეგორია, რომელთაც კონდენცირების მექანიზმი საერთოდ არ გააჩნიათ და მათ ახლით შეცვლას კვლავ თანხების სიმცირესთან მივყავართ.
„მას შემდეგ, რაც მთელს ქალაქში მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და მოხდება ახალი ავტობუსების შემოყვანა, ეს იდეა უფრო რეალური გახდება და მაშინ უკვე აუცილებლად მოგვარდება პრობლემა. ახალი ავტობუსები გათვლილი იქნება ქუთაისის პირობებზე და იქნება ზუსტად იმ სტანდარტების შესაბამისი, როგორიც ეკადრება ჩვენს ქალაქს,“ - ამბობს მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსი.
თამუნა ბარდაველიძე