Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ბაყაყების ყიყინი სოფელში აღარ ისმის,'- საპროტესტო აქცია ქუთაისის მერიასთან ქვა და ღორღის თანხლებით

თარიღი : 21-07-2017, 12:12 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის წინ თავისუფლების მეოთხე შესახვევში მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა აღნიშნულ შესახვევში გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვს. აქციის მონაწილეებმა აქციის მიმდინარეობისას მერიის წინ ქვა და ღორღი დაყარეს.

„ვიხრჩობით, განსაკუთრებით კი ზაფხულში. სკოლა დამთავრდება თუ არა, სოფელში ვუშვებთ ბავშვებს. ბავშვებს ბანკეტი ჰქონდათ და რესტორნამდე სხვა ქუჩით მივიდნენ, რადგან ჩვენს ქუჩაზე შარვალ-კოსტუმით გავლა შეუძლებელია,“ - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციის მონაწილეთა თქმით, მტვრის გამო, 500 კაციან უბანში ჯანმრთელობის პრობლემებმა იჩინა თავი. კერძოდ, გახშირდა ალერგიისა და სუნთქვის უკმარისობის პრობლემები.
როგორც ირკვევა, თავისუფლების ქუჩაზე ასფალტიანი გზა არასდროს ყოფილა. ქუჩა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით მოაპირკეთა, თუმცა ორი წლის წინ სანიაღვრე სისტემის მოწესრიგების მიზნით ჩატარებულმა სამუშაოებმა გზის საფარი გაანდგურა და ამ ეტაპზე ჭავჭავაძისა და აღმაშენებლის გამზირების დამაკავშირებეტლი ქუჩა მთლიანად მტვერშია.
„გზას ვითხოვთ ხალხო. ბაყაყების ყიყინი სოფელში აღარ ისმის ახლა და ჩვენ რა დავაშავეთ?,“ - აცხადებს მოსახლეობა.

მოსახლეობის საპროტესტო აქციას გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი ნატო ქათამაძე შეუერთდა. ქათამაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი 2016 წელს უნდა მოწესრიგებულიყო, თუმცა ადგილობრივმა ხელისუფლებამ გეგმები შეცვალა.

„გზის მოწესრიგება არც 2017 წლის გეგმებში შედის. როგორც ჩანს, ქუთაისის მერისთვის ხალხი პრიორიტეტს არ წარმოადგენს,“ - ამბობს ქათამაძე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს ქუთაისის ვიცე-მერი ნოდარ მიქიაშვილი შეხვდა. ვიცე-მერის თქმით, 2017 წლის განმავლობაში გზა აუცილებლად მოწესრიგდება, თუმცა 2018 წლის ბოლოს კანალიზაციის სისტემის მოსაწესრიგებლად სამუშაოების დაწყება იგეგმება, რის გამოც გზა კვლავ გადაითხრება.

ნოდარ მიქიაშვილი აქვე განმარტავს, რომ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგების მიზნით სამუშაოების დაგეგმვისას პრიორიტეტს ის ქუჩა წარმოადგენს, სადაც ადრე ასფალტის საფარი იყო.

თამუნა ბარდაველიძე


ნანახია: 2872-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ადგილობრივები ქუჩაზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულებს ასფალტის საფარის იმ ადგილას დასხმის საშუალება არ
მოსახლეობის განცხადებით, წლებია აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი არ არსებობს, რის გამოც ეზამთარში გადაადგილბა შეუძლებელია როგორც
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
მოსახლეობა განმარტავს, რომ აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი მოწესრიგებას საჭიროებს, თუმცა საკითხს ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან
ადგილობრივები მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას აპროტესტებენ.

ამინდი