საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველთვიური ხელფასი 4 720 ლარიდან 9 000 ლარამდე იზრდება. ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განმარტებით, პრეზიდენტის ხელფასი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის გამოყოფილი დაფინანსების ფარგლებში გაიზრდება. რას ფიქრობს ქუთაისში მცხოვრებლები, უნდა გაიზარდოს თუ არა პრეზიდენტის ხელფასი, "ტოპნიუსმა" რიგითი ქუთაისელები ჩაწერა.