Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაცვლილი 2 წლის გოგონას ოჯახი საავადმყოფოს დახურვას ითხოვს

თარიღი : 20-07-2017, 00:51 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
თერჯოლის სამედიცინო ცენტრ "თერჯოლამედში" გარდაცვლილი 2 წლის გოგონას ოჯახი სამედიცინო დაწესებულების დახურვას ითხოვს.

გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრების თქმით, ანა კაპანაძე 18 ივლისს, საღამოს 10 საათზე საოპერაციოდ შეიყვანეს და მცირეწლოვანი ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. მათივე ინფორმაციით, ბავშვი ორი დღის წინ საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაუტყდა, თუმცა ექიმებმა ოპერაცია გუშინ საღამომდე არ გაუკეთეს.

„ბავშვი ორი დღის წინ საწოლიდან გადმოვარდა და ლავიწის ძვალი გაუტყდა, თუმცა ექიმებმა ოპერაცია გუშინ საღამომდე არ გაუკეთეს. ოპერაციის შემდეგ კი ბავშვი გარდაიცვალა. როგორც გვეუბნებიან, ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. პასუხი უნდა მოეთხოვოს ანესთეზიოლოგს. მისი ბრალია ეს ყველაფერი", - აცხადებენ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები.
"თერჯოლამედში" დღეს ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სააგენტოს წარმომადგენლებს მედიასთან კომენტარი არ გაუეკთებიათ. დაწესებულების დირექტორი კი მომხდარის მიზეზად მედპერსონალის არაპროფესიონალიზმს გამორიცხავს.

"ოპერაცია საათნახევარი მიმდინარეობდა და ცოტა იყო დარჩენილი, როდესაც დაფიქსირდა სავალალო შედეგი-გული გაჩერდა. პაციენტის ისტორია სააგენტოს წარმომადგენლებს გადავეცით. მომხდარის მიზეზს სამედიცინო ექსპერტიზა დაადგენს," - ამბობს "თერჯოლამედი"-ს დირექტორი.

თერჯოლის სამედიცინო დაწესებულებაში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს.


ნანახია: 2426-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხდართან დაკავშირებით სამედიცინო დაწესებულებაში მთელი ღამის განმავლობაში ხმაური იყო.
ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ.
სამედიცინო ცენტრ 'თერჯოლამედში' ფუნქციონირება დაიწყო ინტერვენციული კარდიოლოგიის განყოფილებამ.
პაციენტის მიმართვის შემდეგ, სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა დარღვევები და განცხადებაში
ექიმებისთვის ლიცენზიის შეჩერებას კლინიკა 'ბომონდში', საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილი 23 წლის გოგონას ოჯახი ითხოვს.