Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'საჭმელი რომ არ მაქვს, სამი წლის ბავშვს ტყემალს ვაჭმევ,'- მარტოხელა დედა სოციალურ საცხოვრისში მოხვედრას ითხოვს

თარიღი : 20-07-2017, 00:14 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში მცხოვრები მზევინარ გაგოშიძე ადგილობრივი ხელისუფლებისგან თავშესაფრით უზრუნველყოფას ითხოვს. გაგოშიძე სამი წლის შვილთან ერთად თავს დროებით ნანათოვარ, ავარიულ შენობას აფარებს თავს.

გაგოშიძე ამბობს, რომ შენობიდან სამშენებლო მასალები ყოველდღიურად ცვივა. როგორც ირკვევა, მარტოხელა დედისა და მისი მცირეწლოვანი შვილის გარდა, ავარიულ შენობას თავს ქვეწარმავლებიც აფარებენ.

"ამის წინ ჩემი შვილი თამაშობდა ეზოში, როდესაც კედელი ჩამოინგრა. გარეთ გამოვვარდი და ვიდრე ჩემი შვილი უვნებელი დავინახე, მანამ გული ლამის გამისკდა. საზიზღარი პირობები მაქვს. საცხოვრებელი მოვაწესრიგო კი არა, შვილისთვის საკვებს ვერ ვყიდულობ. საჭმელი რომ არ მაქვს, ბავშვს ტყემალს ვაჭმევ. ქუთაისის მერის მადლობელი ვარ, სამუშაო დამაწყებინა, მაგრამ პატარა ბავშვთან და ამდენ საჭიროებასთან დამლაგებლის ხელფასი არაფერია. სოციალურ საცხოვრისზე მაქვს განცხადება დაწერილი. იქნებ ბინა მომცენ, რომ შვილი ნორმალურ პირობებში გავზარდო. ასეთი პირობებში რომ გეყოლება შვილი, დედა როგორ უნდა იყო," - ამბობს მზევინარ გაგოშიძე.

სოციალური საცხოვრისი, რომელიც ქუთაისის მერიამ ნიკეას ქუჩაზე თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ოჯახებისათვის ააგო, 48 ოჯახზე არის გათვლილი. მერიის საბინაო სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ ნაკაშიძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე სოციალურ საცხოვრისში ბინებს უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები მიიღბენ. ამ დროისთვის კი კომისია ბინების მიღების მსურველთა განაცხადებს არჩევს.


ნანახია: 3954-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წყლტუბოში, სოფელ ოფშკვითში მცხოვრები გურანდა თათეიშვილი მარტოხელა დედაა.
უკვე მეორე წელია ქრისტინე თოფურია შვილებთან ერთად ავტოქარხანაში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოფარეხში ცხოვრობს.
დარეჯან ურთმელიძე ქალაქის ადგილობრივი ხელისუფლებისგან საცხოვრებლით დაკმაყოფილებას ითხოვს.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე სოციალური საცხოვრისის მშენებლობის საქმეს სამართალდამცავი ორგანოები შეისწავლიან. ამის შესახებ
ქუთაისში, რძლის მიერ საკუთარი სახლიდან გამოშვებული დედა-შვილი თავს საავადმყოფოს შენობას აფარებს.
წლებია საწოლს არის მიჯაჭვული, დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ამბობს, რომ საჭმელი არ აქვს და მეზობლების კეთილ ნებაზეა

ამინდი