Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საზოგადოებრივი ადვოკატის დახმარებით ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული გამართლდა

თარიღი : 18-07-2017, 23:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიურო იცავდა ბრალდებულ ზ.ვ.-ს. მას ბრალი ედებოდა ოჯახში ძალადობაში. ზ.ვ.-ს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნა იმ საფუძვლით, რომ მას ჰქონდა ფიზიკური ნაკლი და სრულყოფილად ვერ შეძლებდა დამოუკიდებლად საკუთარი ინტერესების დაცვას.

ზ.ვ.-ს ინტერესების დაცვა დაევალა იმერეთის-ქუთაისის ბიუროს ადვოკატს ვალერი კვანტალიანს. ადვოკატმა დასაცავ პირთან შეთანხმებით აირჩია დაცვის სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებდა ბრალდების მხარის მიერ სასამართლში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა რამდენიმე თვე გაგრძელდა. ყველა მტკიცებულება სადაო იყო ანუ ექვემდებარებოდა გამოკვლევას. დაიკითხა მოწმეები, ექსპერტი, ხოლო დაზარალებულმა და ერთ–ერთმა მათავარმა მოწმემ გამოიყენეს უფლება ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის თაობაზე. ექსპერტის დასკვნით, არ დასტურდებოდა სხეულის დაზაიანების ფაქტი. დამცველთან კონსულტაციის შემდეგ ბრალდებულმა აირჩია დუმილის უფლება.

დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარე იყენებდა იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დაცვის აზრით პირდაპირ ვერ ადასტურებდნენ ფაქტებს. დაცვის არჩეულმა სტრატეგიამ ფაქტობრივად უიარაღოდ დატოვა ბრალდების მხარე.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უარი უთხრა პირდაპირი მტკიცებულებათა გარეშე დარჩენილი ბრალდების მხარის შუამდგომობას ბრალდებულის დამნაშავედ ცნობის თაობაზე და სრულად გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები ზ.ვ–ს გამართლების თაობაზე და ბრალდებული გამართლებული იქნა სრულად და დაუბრუნდა გირაოს სახით გადახდილი თანხა.


ნანახია: 1042-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ი.ჭ.-ს ინტერესების დაცვას ადვოკატი გელა სიორდია ახორციელებდა.
საბოლოოდ ბრალდებული გათავისუფლდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და მას შუნარჩუნდა დაკავებული თანამდებობა.
სასამართლომ ადვოკატ ოთარ რუხაძის პოზიცია გაიზიარა და ი.თ. უდანაშაულოდ ცნო.
არასრულწლოვან გ.-ს ბრალი ედებოდა ტყიბულში, სოფელ კურსებში მოხუცი ცოლ-ქმრის ოჯახის დაყაჩაღებაში.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge და იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის ბიურო წარმოგიდგენთ ერთობლივ რუბრიკას 'ვერდიქტი',
სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ნინო ძოწენიძე ქუთაისში, ქალაქის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ფაქტის შესახებ წერს და მშობლებს სიფრთხილისაკენ
„ფული ვერ გაინაწილეს და თავში რკინა ჩაარტყა"- სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვნეს.

ამინდი