Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

19 ივლისს იმერეთის რეგიონში შუქის მიწოდებაზე მორიგი შეზღუდვაა მოსალოდნელი

თარიღი : 18-07-2017, 18:47 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სს ენერგო-პრო ჯორჯიას ელექტროგამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი პროფილაქტიკური და ტექნიკური სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება:

ქუთაისი. 19 ივლისს 06:00-დან 12:00 საათამდე - დაახლოებით 7000 აბონენტს ქ. ქუთაისში სულხან საბას, თაბუკაშვილის, კ.გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში.

ხონი. 19 ივლისს 06:00-დან 10:00 საათამდე - დაახლოებით 10 200 აბონენტს მთლიანად ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ასევე 19 ივლისს 10:45-18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 504 აბონენტს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში.

სამტრედია. 19 ივლისს 10:45-დან 18:00 საათამდე - დაახლოებით 200 აბონენტს სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში.

ტყიბული. 19 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - დაახლოებით 600 აბონენტს სოფლებში სოჩხეთი, ძმუისი, წყნორი, კისორეთი. 11:00-დან 18:00 საათამდე 550 აბონენტს სოფლებში მუხურა და რცხილათი. 12:00-სან 14:00 საათამდე 110 აბონენტს სოფლებში კურსები და ორპირი, 13:00-დან 16:00 საათამდე 61 აბონენტს სოფელ კოკაში.

წყალტუბო. 19 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე - 84 აბონენტს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ნამოხვანში და საკირეში.

ბაღდათი. 19 ივლისს 11:15-დან 18:00 საათამდე - დაახლოებით 260 აბონენტი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში.

ამბროლაური. 19 ივლისს 10:00-დან 12:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დაახლოებით 190 აბონენტს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში. 11:00-დან 18:00 საათამდე 620 აბონენტს სოფლებში ფუტიეთი, კრიხი, ახალსოფელი, ზემო კრიხი, სხვავა. ხოლო 11:00-დან 18:30 საათამდე 47 აბონენტს სადმელში.

აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს გამანაწილებელ ქსელში. სამუშაოების დასრულებისთანავე მომხმარებელთა ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.



ნანახია: 2091-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ენერგო პრო ჯორჯია' შეზღუდვას პროფილაქტიკური სამუშაოებით ხსნის.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს ფილიალი ავრცელებს.
მოსალოდნელი შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.
ინფორმაციას ამის შესახებ 'ენერგო პრო ჯორჯია' ავრცელებს.

ამინდი