Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გადათხრილი ქუჩა და კოღოებთან და ბუზებთან მებრძოლი მოსახლეობა ქუთაისში

თარიღი : 18-07-2017, 14:18 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობა ადგილზე ქუჩის გადათხრას აპროტესტებს. ადგილობრივები განმარტავენ, რომ დაახლოებით ერთი კვირაა ქუჩა გადათხრილია, რაც გადაადგილებას შეუძლებელს ხდის.

"მოვიდნენ შვილო, გზა უნდა დავაგათო, გადათხარეს, წავიდნენ და დატოვეს ასე. წყალი იღვრება, კანალიზაცია ამოდის. ნავებს თუ მოვიტანთ და გადავალთ, თორემ ისე სხვა გზა არაა. შეგვჭამეს კოღოებმა და ბუზებმა, კაციშვილი არ არის ყურადღების მომქცევი," - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქეთევან სუთიძე.

ავარიულ მდგომარეობაში მყოფი გზის გამო, პრობლემა ექმნებათ გამსახურდიას გამზირზე მდებარე სავაჭღო ობიექტებს.

"საცხობი მაქვს აქ ნაქირავები. კაციშვილი არ შემოდის, რადგან გზა ისეთ მდგომარეობაშია, ფიზიკურად შეუძლებელია გადაადგილება. რას გვერჩიან არ ვიცი," - ამბობს ნათია ნიჟარაძე.

მოსახლეობის აქციას პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაცია შეუერთდა.

აქციის საპასუხოდ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გამსახურდიას გამზირზე წყლის სისტემის ახალი ქსელის დატესტვა მიმდინარეობს, რის შემდეგაც ქუჩაზე თვის ბოლოდან, ასფალტის საფარის მოწესრიგება დაიწყება.


ნანახია: 1491-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მაცხოვრებლები უხარისხოდხოდ შესრულებულ სამუშაოებზე საუბრობენ და გადათხრილი გზის გამო დახმარებას ითხოვენ.
როგორც მოსახლეობა ამბობს, ქუჩა ორი კვირის წინ გადაითხარა და სამუშაოები შეჩერდა. ადგილობრივებისათვის ქუჩის გადათხრის მიზეზები
ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე N21 საჯარო სკოლასთან მოსახლეობა სასმელი წყლის დაღვრის ფაქტს აპროტესტებს.
ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში, ჩხობაძის ქუჩაზე მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
ქუთაისის მერიის წინ თავისუფლების მეოთხე შესახვევში მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება მაისის ბოლოს დაიწყო.
იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებიდან რომლის მუშაობას აფასებთ დადებითად?
ქუთაისი - გ. ჭიღვარია
თერჯოლა - ბ. სოფრომაძე
ბაღდათი - ა. გოგსაძე
ვანი - ა. გოგორიშვილი
წყალტუბო - გ. იოსელიანი
ზესტაფონი - კახაბერ მახსათაძე
ხარაგაული - ნ. თოფურიძე
სამტრედია - ვ. ფოცხვერია
ხონი - ლ. ჯურხაძე
ჭიათურა - პ. ნადირაძე
საჩხერე - ბ. ფალავანდიშვილი
ტყიბული - თ. ჩუბინიძე

ხმის მიცემა შედეგები
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, არც ერთი გარემოვაჭრე არ რჩება შეთავაზების გარეშე. მისივე თქმით, ყველა მათგანს ალტერნატიულ სამუშაო ფართს
აქციის მონაწილეების თქმით, გარევაჭრობა მათთვის ერთადერთი საარსებო საშუალებაა, ამიტომ მოითხოვენ ადგილის გამოყოფას, სადაც ვაჭრობას შეძლებენ.

ამინდი