მესხიშვილის თეატრის დასმა საბერძნეთსი მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის სპექტაკლი 'ღია შუშაბანდი' ითამაშა
თარიღი : 17-07-2017, 13:44 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი საბერძნეთის ქალაქ ათენში გასტროლებზე იმყოფებოდა. მესხიშვილის თეატრის მსახიობებმა ქართული დიასპორისთვის სპექტაკლი "ღია შუშაბანდი" ითამაშეს. გასტროლებიდან დაბრუნებული თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი და მსახიობები ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდნენ.
"მათ მადლობა გადაუხადეს მერს აღნიშნული პროექტის ხელშეწყობისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ მესხიშვილის თეატრი გასტროლებზე პირველად იმყოფებოდა. მსგავს კულტურულ გასვლებს თეატრი ისევ გეგმავს ისეთ ქვეყნებში, სადაც ქართველების ემიგრაციაა," - ნათქვამია მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
"მსგავსი ღონისძიებების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია ჩვენის მხრიდან. ერთი, თეატრის უკეთ ფუნქციონირებისთვის და მეორე იმ ადამიანებისთვის, რომელებიც წლებია საზღვარს გარეთ არიან და ქვეყანაში დიდი ხანია არ ყოფილან," -აღნიშნა შოთა მურღულიამ.