Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ჩინური მხარის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპირტის ქარხანა გაიხსნება

თარიღი : 16-07-2017, 22:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში რამდენიმე ახალი პროექტის დაწყება იგეგმება. კერძოდ, ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია ინდუსტრიულ ზონაში სამშენებლო მასალების წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ზონის აღმასრულებელმა დირექტორმა სოსო ნიბლაძემ გააკეთა. მისი ინფორმაციით,2-3 თვეში კომპანია მინა-პლასტმასის არმატურის გამოშვებას დაიწყებს, რომელიც სრულად საექსპორტო იქნება.

„ასეთი ტიპის არმატურა მსუბუქი კონსტრუქციის მშენებლობისთვის გამოიყენება, ბევრად უფრო დრეკადია და მსუბუქია. საწარმოო დანადგარების მონტაჟი დაახლოებით 1 თვეში დაიწყება"-აცხადებს ნიბლაძე.

მისივე განმარტებით, პროექტში თავდაპირველად 1 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება, შემდეგ კი ინვესტიციის ოდენობა 1.5 მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ამასთან, ჰუალინგის ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში სპირტის ქარხანა რამდენიმე თვეში ექსპლოატაციაში შევა. პროექტი ესპანური ინვესტიციით ხორციელდება და ჯამში 5 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ნიბლაძე აცხადებს,რომ პროექტი გულისხმობს რეზერვუარების და ლაბორატორიების მოწყობას.

ნიბლაძის განცხადებით, ეგვიპტური ინვესტიციით უკვე დაიწყო ავტომობილების ნაწილების გამოშვებაც. საუბარია, სატვირთო ავტომანქანების საჰაერო ფილტრებზე.

როგორც ცნობილია, ქუთაისში "ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1-ელ ოქტომბრიდან ამოქმედდა. ჩინური კომპანია ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში 30 მილიონი დოლარის ინვესტიციის ჩადებას აპირებს.მთავრობის დადგენილების მიხედვით, ქუთაისის ავტომშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ინდუსტრიული ზონის ფუნქციონირების ვადა 30 წელია.

commersant.ge


ნანახია: 951-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში პროდუქციის წარმოება 2010 წელს დაიწყო. ზონაში ძირითადად უცხოური კომპანიები არიან და საყოფაცხოვრებო
აქციაში ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მდებარე ავეჯის ფაბრიკაში დასაქმებულები მონაწილეობდნენ. ისინი იმ ყოველდღიურ ანაზღაურებას
გაზქურები, სარეცხი მანქანები და ელექტროგამათბობლები - ექსპორტზე პორტუგალიასა და პოლონეთში დაახლოებით ერთი თვის წინ გავიდა.
გახსნის ცერემონიას ჩინეთის დელეგაცია , ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურის და ფინანთა მინისტრის
ქართულ-ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიადან“ ექვსი თვის წინ გათავისუფლებული დაახლოებით სამასამდე მუშიდან 100 მუშა სამუშაოს
თემქაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

ამინდი