Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერი ბელგიის სამეფოში საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა

თარიღი : 14-07-2017, 13:25 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი შოთა მურღულია მიმდინარე წლის 10-11 ივლისს ბელგიის სამეფოს ქალაქ ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მერი საერთაშორისო კონფერენციას- „დეცენტრალიზებული თანამშრომლობა რეგიონები და ქალაქები განვითარებისათვის“ ესწრებოდა.

ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა ევროპული ინსტიტუციების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან. განხილულეს დეცენტრალიზებული თანამშრომლობის მიზნები და საშუალებები თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ურთიერთობა ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებასთან ევროკავშირის 2030 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით.

კონფერენცია ევროპის საბჭოსა და ევროპის რეგიონალური კომიტეტის მიერ იყო ორგანიზებული, რომელშიც მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ქვეყნის 600-მდე დელეგატი.
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, შეხვედრები გამართა ALDA-ს გენერალურ მდივანთან ქ-ნ ანტონელა ვალმორბიდასთან.

აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან ქუთაისი წარადგინა ქ.ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ. მან ისაუბრა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მექანიზმებისა და განვითარებადი განათლების შესახებ (რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართვას გულისხმობს) . ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერებაზე, დემოკრატიის პროცესების ხელშეწყობაზე. ,,დეცენტრალიზებული თანამშრომლობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების საერთაშორისო დონეზე თანამშრომლობის განვითარებისათვის.

დეცენტრალიზებულ თანამშრომლობას აქვს ბევრი ბენეფიტი, როგორც ევროკავშირის წევრი ისე არაწევრი ქვეყნებისთვის. მთავარი ინიციატივა არის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ადგილობრივ მმართველობაში და იმ პირობების შექმნა რომელიც დამყარებული იქნება ნდობაზე, ცნობიერების ამაღლებაზე, ჩართულობაზე და აქტიურ მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს არის გზა დემოკრატიისკენ. დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები დგანან გამოწვევების და ამავე დროს შესაძლებლობების გზაზე, რომელიც კავშირშია დეცენტრალიზებულ თანამშრომლობასთან. დეცენტრალიზაციის უმთავრეს ამოცანას ხომ დამოუკიდებელი ინიციატივის უზრუნველყოფა და წახალისება წარმოადგენს, ხოლო მისი მიზანია სოციალური ფორმების სიჯანსაღე და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვა და გაძლიერება სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში წარმოადგენს მნიშვნელოვან ღერძს დემოკრატიისა და ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პრინციპებზე დაფუძნებული ევროპის მშენებლობისათვის. „- აღნიშნა შოთა მურღულიამ

პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაში უნდა აღინიშნოს ისეთი ორგანიზაციების წვლილი და როლი როგორიც არის ,,ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო“ (ALDA) და ,,ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო“ (LDA Georgia).

,,ადგილობრივი თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის " – NALAG აქტიური როლი ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერების პროცესში, მისი მიზანია ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება, სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციების განვითარება.


ნანახია: 1827-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია არასამთავრობო, არასამეწარმეო და არაპოლიტიკურ ორგანიზაციას
ტრენინგის თემას ქვეყნის კანონმდებლობაში ბოლო დროს მომხდარი და დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენდა.
ქუთაისი პირველი ქალაქია საქართველოში, რომელმაც ევროკავშირის ამ ინიციატივას მოაწერა ხელი.
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ხორციელდება

ამინდი