Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში 'მაკდონალდსის' მეორე რესტორანი კონცერტით და ფოიერვერკით გაიხსნება

თარიღი : 13-07-2017, 17:52 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში "მაკდონალდსის" რიგით მეორე რესტორანი იხსნება. რესტორნის გახსნა 14 ივლისს, 15:00 საათზე იგეგმება.

"ქუთაისის მეორე „მაკდონალდსს“ გაორმაგებული ინვესტიცია მოხმარდა, რაც 6 171 000 ლარს შეადგენს. დღეისთვის მაკდონალდსის ქსელში საქართველოს მასშტაბით 876 ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. კომპანიის მიერ გახსნის დღიდან საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 67 106 418 ლარს შეადგენს," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი რესტორნის გახსნასთან დაკავშირებით, დავით აღმაშენებლის მოედანზე, 18:30-ზე ნიაზ დიასამიძე და ჯგუფ „33ა“ კონცერტს გამართავენ. კონცერტი ფეიერვერკით დასრულდება.

„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში მთლიანობაში 12 ობიექტს მოიცავს," - ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 4058-ჯერ

მსგავსი სიახლეები
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს „თ და კ რესტორნებს“ მიწის ნაკვეთი 885 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს „თ და კ რესტორნებს“ მიწის ნაკვეთი 885 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა
აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს „თ და კ რესტორნებს“ მიწის ნაკვეთი 885 000 ლარად საკუთრებაში გადაეცა
თემურ ჭყონიას თქმით, 'მაკდონალდსი' არ იქნება მხოლოდ რესტორანი და სწრაფი კვების ობიექტი. ის იქნება სივრცე ახალგაზრდებისათვის.
შეირჩევა თუ არა ალტერნატიული ადგილი მშენებლობისთვის და რა გეგმები აქვს კომპანიის ხელმძღვანელობას ქუთაისში? აღნიშნულ კითხვებზე
კაპანაძის თქმით, მათ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებები აქვთ აღებული.

ამინდი