Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში მილიონამდე საარქივო საქმე განთავსდება

თარიღი : 13-07-2017, 12:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობა გახსნა. შენობაში ერთ მილიონამდე საარქივო საქმე თანამედროვე სტანდარტების საარქივო საცავებში განთავსდება.

"ქუთაისის ცენტრალური არქივი გამორჩეულია საკუთარი ფონდებითა და კოლექციებით − აქ დაცულია დოკუმენტები მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე და მათი დაცვისათვის სათანადო პირობების შექმნა მომავალი თაობებისათვის საარქივო საგანძურის შემონახვას ემსახურება. გარდა იმისა, რომ ქუთაისს კიდევ ერთი ლამაზი ნაგებობა შეემატა, ქუთაისის ცენტრალურ არქივს პირველად აქვს ახალი შენობა, რომელიც დაპროექტებული და აგებულია საგანგებოდ საარქივო საჭიროებისათვის. შენობის არქივსაცავები მოწყობილია საერთაშორისო ნორმების შესაბამისი თანამედროვე ვენტილაცია-კონდიცირებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებით," - ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შენობის გახსნის ცერემონიაზე სტუმრებისათვის მოეწყო საზაფხულო კინოდარბაზი, სადაც ნაჩვენები იყო ეროვნულ არქივში დაცული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები „ზღარბი“ და „ბებრები“.

ქუთაისის ცენტრალური არქივი 1921 წელს ჩამოყალიბდა. ამჟამად აქ დაცულია XVIII საუკუნიდან დღემდე შექმნილი დოკუმენტები − ქუთაისის ქალაქის მმართველობის (1875-1919 წლები), ქუთაისის გუბერნიის სამმართველოს (1846−1918 წლები), ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს (1837-1917 წლები), იმერეთის ეპარქიული კანცელარიის (1819-1921 წლები) და სხვა ფონდები. უნიკალურ დოკუმენტებს შორის შეხვდებით იმერეთის მეფეების − სოლომონ პირველისა და სოლომონ მეორეს სიგელებსა და წყალობის წიგნებს; მოსახლეობის აღწერის მასალებს; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვათა ავტოგრაფებს; ქუთაისის კლასიკური და ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიების დაარსების ამსახველ დოკუმენტებს და სხვა მასალას. ქუთაისის ცენტრალურ არქივის თანამედროვე სტანდარტების საცავებში თავს მოიყრის ქუთაისის, წყალტუბოს, სამტრედიის, ონის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, ხონის, ვანის, ბაღდათის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის 4 334 საარქივო ფონდის 905 432 საქმე.


ნანახია: 1879-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში ცენტრალური არქივის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო.
ქუთაისის ცენტრალური არქივის ახალ შენობაში სამკითხველო და საგამოფენო დარბაზებიც მოეწყობა.
ქუთაისში საერთაშორისო სტანდარტების მქონე ცენტრალური არქივის მშენებლობა მიმდინარეობს.
შენობას და პარკინგს 9 ათასი კვადრატული მეტრი დაეთმობა
გამოფენაზე 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალების ნაწილი საზოგადოებისათვის პირველად არის წარდგენილი, მათ შორისაა
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი ფოტოები, დოკუმენტების დედნები და ფოტორეპროდუქციები, რომლებიც

ამინდი