Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისს წყალარინების ახალი სისტემა ექნება

თარიღი : 12-07-2017, 10:02 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე ქუთაისის წყალარინების სისტემის და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე და პროექტის დეტალებზე ისაუბრეს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა წყალარინების სისტემა და აშენდება წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. შედეგად შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება, მოსახლეობა ისარგებლებს თანამედროვე გამართული საკანალიზაციო სისტემით.

კომპანიის დირექტორმა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, ის მიმდინარე პროექტებიც მიმოიხილა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს რეგიონებში ახორციელებს.

ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოს ქალაქებში პროექტების განსახორციელებლად ჯამში 180 მილიონი ევროს ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი.


ნანახია: 1774-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 2016-2020 წლებში ქუთაისის წყალარინების სისტემის, მათ შორის კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქუთაისში
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით თერჯოლაში

ამინდი