Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სასტუმრო და ავტოსადგომი-ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სასტუმროს ასაშენებლად სამი მილიონი დოლარი დაიხარჯება

თარიღი : 9-07-2017, 18:22 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთასის აეროპორტთან სასტუმროს მშენებლობაში 3 მილიონი დოლარი ჩაიდება. პროექტს სამშენებლო კომპანია GDG ახორციელებს.

კომპანიის ხელძღვანელის, ბეჟან წაქაძის თქმით, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1 ჰა მიწის ნაკვეთი უკვე შეძენილი აქვს. ადგილზე მოეწყობა 200 მანქანაზე გათვლილი ავტოსადგომი და ის საშუალო სეგმენტზე გათვლილი სასტუმრო იქნება, რომელსაც 100-ნომერი ექნება.

ბეჟან წაქაძის განცხადებით, სასტუმრო დაკავშირებული იქნება აეროპორტთან და პოტენციურ მგზავრებს მათი ფრენის, რეგისტრაციისა და სხვა სიახლეების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.

ბიზნესმენი ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო პრაქტიკულად არ არსებობს, შესაბამისად, აეროპორტის მგზავრები ქუთასში, წყალტუბოსა და სამტრედიაში მიდიან ღამის გასათენებლად.

სასტუმროს მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება.

ბიზნესმენი კიდევ ერთი სასტუმროს აშენებას ვანში გეგმავს. ამ შემთხვევაში დასასვენებელი სახლი 25-ნომრიანი იქნება და შედარებით მაღალ სეგმენტზე იქნება გათვლილი. ამ მიმართულებით ბიზნესმენი 400 ათასი დოლარამდე ინვესტიციას გეგმავს.

bfm.ge


ნანახია: 2065-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საუბარია, 6-სართულიან, 100 ნომრიან, საშუალო კლასის სასტუმროზე, სადაც რესტორნები და გასართბი სივრცეებიც განთავსდება.
სანატორიუმი ცისკარის საწყისი ღირებულება 150 ათასი ლარია, აუქციონი 11 მარტს დასრულდება.
სასტუმროს ინფრსტრუქტურა 3 საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურული ტიპის კაფე-რესტორანს მოიცავს.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება.
მშენებლობა, რომლის ღირებულება 3 მილიონი აშშ დოლარია 2017 წელს დასრულდება.

ამინდი