Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'დასვენების დღეებს ნუ ჩაიმწარებთ დამწვრობის მკურნალობაში',-რას ურჩევენ რუჯის მიღების მსურველებს?

თარიღი : 6-07-2017, 22:26 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, რუჯის მიღების მიზნით გამოწვეული დამწვრობის შედეგად მიმართვიანობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ზაფხულის სეზონის დადგომიდან, დამწვრობის ცენტრში სერვისი მიიღო 150-მა პაციენტმა, 28 მათგანს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება დასჭირდა. ყველაზე პატარა პაციენტი 4 წლის, ყველაზე ხანდაზმული კი, 65 წლის იყო. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ცენტრმა მომსახურება 62 პაციენტს გაუწია.

პაციენტებს შორის, ახალგაზრდები სჭარბობენ, თანაფარდობა ბიჭებსა და გოგოებს შორის ფაქტობრივად თანაბარია.

"პაციენტთა მიმართვიანობა მომატებულია, შარშანდელთან და შარშანწინდელთან შედარებით, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ყოველგვარი უსაფრთხოების წესები აქვთ დარღვეული, არანაირი დამცავი კრემი, არანაირი მცირე ხნით მზეზე დაყოვნება. დილიდან საღამომდე, 6-7 საათი რომ გაჩერდები მზის გულზე და დაიწვები, არ უნდა გაგიკვირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ივნისის დასაწყისში არ იყო ძლიერი სიცხე, ზაფხულის დადგომიდან ჩვენთან სერვისი მიიღო 150-მა პაციენტმა. 28 მათგანს დამწვრობის ცენტრში მოთავსება დასჭირდა. ყველაზე პატარა პაციენტი 4 წლის, ყველაზე ხანდაზმული კი 65 წლის ქალბატონი იყო. ძირითადად მაინც ახალგაზრდები არიან. თანაფარდობა ბიჭებსა და გოგოებს შორის ფაქტობრივად, 50/50-ზეა. ადრე გოგონები იყვნენ უმრავლესობაში, წელს ვეწევით ბიჭები და ასე თუ გააგრძელებენ, მგონი, გადაუსწრებენ. დამწვრობა მიღებული აქვთ ყველგან - აუზზე, თბილისის ზღვაზე, ლისის ტბაზე, კუს ტბაზე, სახურავზე... ", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.

ამასთან, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტთა მიმართვიანობა ძირითადად თბილისიდან და მისი შემოგარენიდან ფიქსირდება.

"ეს არის უშუალოდ რუჯის მიღების მიზნიდან გამოწვეული დამწვრობა. ხომ შეიძლება, ისეთი სიტუაცია ყოფილიყო, რომ პირს მოუწია მზეზე გასვლა, ან მანქანა გაუფუჭდა, დასახლებულ პუნქტამდე იარა და მზეზე დაიწვა. ასეთი შემთხვევაც არ ყოფილა. ბუნებრივია, პატარა ბავშვი რომ ვახსენე, ეს არ ყოფილა რუჯის მიღების მიზნით, მაგრამ, დედა, მშობლები იქ იყვნენ, ბავშვი თამაშობდა და 3-4 საათის განმავლობაში, 11:00-დან 15:00 საათამდე ბავშვი რომ მზის გულზე იქნება, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის დაგვეწვება, თან ისე დაიწვება, რომ დამწვრობის ცენტრში მკურნალობა, გადასხმები, ნევროპათოლოგის მეთვალყურეობა დასჭირდება", - აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.

მისივე ინფორმაციით, საბედნიეროდ, წელს, გასული წლებისგან განსხვავებით, მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ქაშიბაძის ინფორმაციით, გასულ წლებში იყო მძიმე შემთხვევები, როდესაც პაციენტს არა მარტო დამწვრობა, არამედ გადახურება, მზის დაკვრა აღენიშნებოდათ და რეანიმაციაში მოთავსება დასჭირდათ. წელს პაციენტთა მიმართვიანობა არ დაფიქსირებულა ლეღვის ნახარშით გამოწვეული დამწვრობის გამოც, თუმცა გუგა ქაშიბაძე განმარტავს, რომ ბუნებრივია, ყველა პაციენტი დამწვრობის ცენტრს არ მიმართავს.

"დამწვრობის ცენტრს დიდი იმედი აქვს, რომ 2017 წელი ლეღვის ნახარშის საწინააღმდეგო წლად გამოცხადდება და არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდება", - დასძინა ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამასთან, გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას გარკვეულ რეკომენდაციებს სთავაზობს. ის მოქალაქეებს მზეზე გასვლას დილით, 11:00 საათამდე და საღამოს 17:00 საათის შემდეგ ურჩევს.

"თუ მოქალაქეებს მზეზე ყოფნა სხვა პერიოდში მოუწიათ, აუცილებლად უნდა გამოიყენონ მზისგან დამცავი კრემი. თეთრი კანით ერთ დღეში ორი კვირის რუჯს ვერ მიიღებენ, ამას ჩემი ახსნა არ სჭირდება. ჯობია, თანდათანობით და ნელ-ნელა მიიღონ რუჯი, რათა არ დაიწვან და მერე, მკურნალობა არ დასჭირდეთ. დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ კარგად არ დაისვენებთ, ვერც კარგად იმუშვებთ და ვერც კარგად ისწავლით, ამიტომ, დასვენების დღეებს ნუ ჩაამწარებენ დამწვრობის მკურნალობაში", - განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.


ნანახია: 1849-ჯერ

მსგავსი სიახლეები
-ამბობს ექიმი გუგა ქაშიბაძე, რომელიც ქვეყანაში დამწვრობის შემთხვევების გაზრდილ სტატისტიკაზე საუბრობს და გვასწავლის როგორ უნდა
ტყიბულში, მაღაროში დაშავებული 4 ადამიანი თბილისის დამწვრობის ცენტრში იმყოფება, აქედან ორი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია
ლეღვის ნახარშისგან მიღებული დამწვრობით 17 და 19 წლის ასაკის ორი გოგონა ქუთაისის საეკლესიო სავადმყოფოში 10 დღის განმავლობაში
ახალგაზრდებს დამწვრობა თავის და სახის არეში და ზედა კიდურებზე აქვთ.
75 წლის ასაკის მამაკაცი, რომლის სახლშიც აფეთქება მოხდა, ქუთაისში დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

ამინდი