'თურქეთში ქართველებს 'ტრიაპკის' ფასი არ აქვთ,'- კიდევ ერთი ქართველი, რომელიც თურქეთში საეჭვო ვითარებაში მოკლეს

თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის გივი მაჩაიძის ოჯახის წევრები ხელისუფლებას მიმართავენ.
40 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელსაც ოჯახის წევრები ორი კვირის განმავლობაში ეძებდნენ, მოკლული აღმოჩნდა.
გარდაცვლილი თურქეთში 8 წლის განმავლობაში მუშაობდა. გივი მაჩაიძის ძმა ვასო მაჩაიძე ამბობს, რომ მის ძმას ხელფასი ჰქონდა ასაღები 900 ლირის ოდენობით, რომელსაც არ აძლევდნენ. მაჩაიძეები ვარაუდობენ, რომ ხელფასის თემას უკავშირდება მათი ძმის მკვლელობა.
„თურქეთში ქართველების მკვლელობის შემთხვევები გახშირდა. ზოგს საერთოდ ვერ პოულობენ, ისე აგდებენ სადღაც. ჩემს ძმასთან ერთად, კიდევ ორი მიცვალებული მოჰყავთ. მე რომ მოვკლა თურქი, გამაციმბირებენ და ჩვენ „ტრიაპკის“ ფასი არ გვაქვს? მივმართავ ხელისუფლებას, რომ სამუდამო პატიმრობა შეეფარდოთ ჩემი ძმის მკვლელობაში ბრალდებულებს,“ - ამბობს ვასო მაჩაიძე.