ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეისები ვერ შესრულდა

ქუთაისის საერთაშორისო აეტოპორტში ხმაურია. მგზავრები რეისის ჩაშლას აპროტესტებენ. დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან კომპანია "ვიზეარს" რეისი ბერლინის მიმართულებით დილის 6 საათზე უნდა შეესრულებინა, თუმცა რეისი არ შედგა. მგზავრები აცხადებენ, რომ მათთვის შეფერხების მიზეზი უცნობია.
რაც შეეხება ავიაკომპანია "ვიზეარის" კიდევ ერთ რეისს, (W66409) მემინგენი-ქუთაისი უამინდობის გამო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა. მგზავრების ნაწილი თბილისში დარჩა, ნაწილი კი ავტობუსით ქუთაისის მიმართულებით გაემგზავრა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ადმინისტრაციაში შეერხებების მიზეზად განმარტავენ, რომ "რეისი ქუთაისი-ბერლინი (W66407 ) არ შესრულდა რადგან ბორტი თბილისში იყო. ქუთაისი - ბერლინის რეისზე დარეგისტრირებული მგზავრები გადანაწილდნენ სასტუმროებში. აღნიშნულ ავიარეისთან დაკავშირებით ველით ავიაკომპანია "ვიზეარის" გადაწყვეტილებას და ინფორმაციის მიღებისთანავე შეიტყობთ ჩვენი გვერდის საშუალებით. სხვა ყველა ავიარეისი შესრულდება დაგეგმილი დროის მიხედვით,"- აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.