Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიის სოფელში სამი შვილის დედამ მეზობლად მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღა

თარიღი : 4-07-2017, 14:42 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშში სამი შვილის დედამ მეზობლად მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღა.

გიორგი გერგეშანიას ოჯახში მეზობელი გამთენიისას, ღია ფანჯრიდან კიბის საშუალებით შევიდა. მოხუცი ყვება, რომ მისი შესვლა მისმა შვილობილმა გაიგო, რომელმაც უცნობი პირის ვინაობის გარკვევა სცადა.

„ნიღბები ეკეთა უცნობ ადამიანს, თან დანა ჰქონდა. ჩემს შვილობილს წინააღმდეგობას უწევდა. ამბობდა, ნიღაბი არ მომხსნათ, თორემ დაგჭრითო. ორივე ნიღაბი ავხადეთ, ამ დროს ჩემმა მეუღლემ შუქი აანთო ოთახში და მეზობლის რძალი ვიცანით. გაიქცა ჩვენი სახლიდან და იმალებოდა. ხუთი დღის შემდეგ დააკავა პოლიციამ. კარგი ურთიერთობა გვქონდა. ჩვენთან ხშირად დადიოდა. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. ვიდრე ეს მოხდებოდა, ერთი თვის წინ, 603 ლარი დამეკარგა. ცოტა ხნის შემდეგ, ვიღაც ცდილობდა ჩემს სახლში შემოსვლას, მაგრამ ვერ შემოვიდა,“ - ამბობს გიორგი გერგეშანია.

მოხუცი ცოლ-ქმრის დაყაჩაღებაში ბრალდებული ქალბატონის დედამთილი ამბობს, რომ მომხდარს ვერ ხსნის. ნინელი დანელიას თქმით, მის რძალს მსგავსი საქციელის ჩასადენად არავითარი წინაპირობა ჰქონდა.

„სამი შვილის დედაა. არაჩვეულებრივი ადამიანი. არ ვიცი რა მოხდა. ჩემი შვილი მკვდარია. ჩემს მეუღლეს კიბო ჰქონდა და ჩემზე უკეთ უვლიდა. ვერაფრით ვერ ვხსნი მომხდარს. იკითხეთ ყველგან. უპატიოსნესი ოჯახი მყავს,“ - ამბობს ნინელი დანელია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე ცხელ კვალზე გაიხსნა. გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ქალბატონი კი დაკავებულია.


ნანახია: 3031-ჯერ

მსგავსი სიახლეები
75 წლამდე მამაკაცს სახლში ცივი იარაღით შეუვარდა და ფული მოსთხოვა, თუმცა მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია.
სამტრედიის გამგებლის ავთანდილ თადუმაძის თქმით, ოჯახი, სადაც შემთხვევა მოხდა, უკიდურესად გაჭირვებულია. თადუმაძე იმასაც ამბობს,
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახი 4 წლის წინ მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენას
მოხუცის ქალის მტკიცებით, მისი შვილი, შვილიშვილები და შვილთაშვილები ქუთაისში ცხოვრობენ, ის კი ზესტაფონში, მხოლოდ იმ მიზეზით
ნონა ჯოჯუას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა რძალმა შვილის საფლავზე მისვლა აუკრძალა.

ამინდი