ქუთაისში ენერგოეფექტური სკვერი დააზიანეს
თარიღი : 3-07-2017, 16:55 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ადგილას მოწყობილი ენერგოეფექტური სკვერი დაუდგენელმა პირებმა დააზიანეს. უცნობმა პირებმა სკვერში „მზის გვირილა“ და დასამუხტი USB კაბელები დაამტვრიეს. დაზიანებულია განათება და ნაგვის ყუთები.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ სკვერის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ მზის გვირილაზე, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასო ელექტროენერგიის წყაროს წარმოადგენს, ვიდეო თვალია მიმაგრებული, რაც მათი თქმით, გამოძიებას საჭირო დახმარებას გაუწევს.

ცნობისთვის, ენერგოეფექტური სკვერი ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით გასულ წელს გაიხსნა.