ქუთაისის მერმა ჭადრაკში მოგებული მობილური ტელეფონი გააჩუქა
თარიღი : 3-07-2017, 13:01 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში ჭადრაკის მოყვარულთა ტურნირი გაიმართა. ტურნირის ორგანიზატორი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია იყო. შეჯიბრი სამ კატეგორიაში მიმდინარეობდა: მოყვარულ მამაკაცთა შორის, მოყვარულ ქალთა შორის და მოყვარულ "პროფესიონალთა" შორის. ტურნირში მონაწილეობა 50-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ შორის იყვნენ ქუთაისის მერი შოთა მურღულია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი - ზაზა ლომინაძე. შეჯიბრება 9 ტურად გაიმართა.
მოყვარულებს შორის პირველ ადგილზე გოჩა დვალიშვილი გავიდა. მეორე ადგილზე შოთა მურღულია, მესამეზე- გენადი მარგველაშვილი.
პროფესიონალებს შორის პირველი ადგილი გიორგი სერჟანოვს ერგო, მეორე მორჩაძე ელგუჯას, მესამე კი სვანიძე თამაზის.
ქალებს შორის პირველ ადგილზე ლონდარიძე მაკა გავიდა, მეორეზე მარდალეიშვილი ანა, მესამეზე კი ამბროლაძე ია.
პირველ ადგილზე გასულები ტელევიზორებით დააჯილდოვეს, მეორე და მესამეზე გასულები კი მობილური ტელეფონებით. ქუთაისის მერმა კუთვნილი საჩუქარი მეოთხე ადგილზე გასულ ქარქაშაძე გულივერს გადასცა.
ასევე, სპეციალური პრიზები კომბინაციური თამაშისთვის დათიაშვილ დავითს, საორგანიზაციო საკითხებში გაწეული დახმარებისთვის ხურციძე ზურაბს და ყველაზე ასაკოვან ქალბატონს ჯულიეტა ბედიაშვილს გადაეცათ.