Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხონში 21 წლის ახალგაზრდამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

თარიღი : 1-07-2017, 20:29 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხონში 21 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. როგორც ცნობილია, გარდაცვლილმა თავი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამოიხრჩო. ცხედარი გარდაცვლილის ახლობელმა იპოვა.

იმერეთის ახალი ამბების სააგენტო Topnews.com.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი აზარტული თამაშებით იყო გატაცებული, რის გამოც დიდი რაოდენობის თანხა წააგო.

"სახლში მარტო იყო. თამაშობდა და დიდი თანხა წააგო. დედა და ძმა თურქეთში არიან, მამაც არ იყო სახლში. როგორც ვიცით, ოჯახის ფული დაუხარჯავს. აზარტული თამაშების გამო, ბევრი ვალი დაედო და უთქვამს კიდეც თვითმკვლელობას ვაპირებო. ამიტომ, მარტო არ ტოვებდნენ. რამდენიმე წუთით იყო მარტო და თავი ჩამოიხრჩო," - განუცხადეს Topnews.com.ge-ს გარდაცვლილის ახლობლებმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.


ნანახია: 7860-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ახალგაზრდის დაკრძალვის ხარჯები ოჯახს არ აქვს და დახმარებას საზოგადოებას სთხოვენ.
1989 წელს დაბადებული, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ლ.ბ. მიმდინარე წლის 14 ნოემბერს დათხოვნაში ყოფნის დროს საკუთარ საცხოვრებელ
1972 წელს დაბადებულმა კაცმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავი ჩამოიხრჩო.
დეტალებზე სოფელ მაღლაკში მცხოვრებლები არ საუბრობენ.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი გოგონა საკუთარ სახლში დედამ იპოვა.
გარდაცვლილის დედის ნანა ჯოჯუას თქმით, აღნიშნული სამართალდამცველი გარდაცვლილს სისტემატურად სცმედა.

ამინდი