Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

პოლიციის მიერ ქვეითად მოსიარულეთა დაჯარიმების სტატისტიკა

თარიღი : 30-06-2017, 19:52 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საპატრულო პოლიციის მიერ ქვეითად მოსიარულეთა დაჯარიმების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

კვლევის მიხედვით, არსებული ტენდენცია საპატრულო პოლიციის მიერ აღნიშნული სამართალდარღვევის არათანმიმდევრული კონტროლის პოლიტიკაზე მიუთითებს.

„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია ქვეითად მოსიარულეების და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეების (მაგ. ველოსიპედით მოსარგებლეები) მიერ მოძრაობის წესების სათანადო დაცვა. 2014 წლიდან, ქვეითად მოსიარულის და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილის (გარდა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მძღოლისა) მიერ მოძრაობის წესების დარღვევისათის გათვალისწინებული 3 ლარიანი ჯარიმა 10 ლარამდე გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ სამართალდაღრვევისათვის 2013 წელს დაჯარიმდა 37 273 პირი, 2014 წელს - 19 547 პირი, 2015 წელს - 27 978 პირი, ხოლო 2016 წელს - 12 512 პირი. 2014 წელს წინა წელთან შედარებით, დაჯარიმებულთა რაოდენობის განახევრება შესაძლებელია დავუკავშიროთ სანქციის გამკაცრებას. თუმცა, მომდევნო წლებში უცვლელი სანქციის პირობებში დაჯარიმებულთა არსებული ტენდენციები, ცალსახად საპატრულო პოლიციის მიერ ამ სამართალდარღვევის არათანმიმდევრული კონტროლის პოლიტიკაზე მიუთითებს,“ - აღნიშნულია კვლევაში.


ნანახია: 2038-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევა.
ქვეითად მოსიარულეები და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეები მოძრაობის წესების დარღვევის გამო 3 ლარის ნაცვლად, 10 ლარით
მას შემდეგ, რაც ღერძულა ხაზის გადაკვეთისა და სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ჯარიმები განახევრდა, ქვეყანაში, განსაკუთრებით

ამინდი