კაცხის მონასტრის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1 430 000 ლარი იხარჯება
თარიღი : 28-06-2017, 19:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებელ ზურაბ კუპატაძესთან ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ხორციელდება საჩხერის გზატკეცილი–სოფელ ზოდის საავტომობილო გზის აღდგენა, პროექტზე 12 ადამიანია დასაქმებული, რეაბილიტირებული გზის მონაკვეთით 2 000 ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. ასევე, მიმდინარეობს სოფელ სარქველეთუბნის საავტომობილო გზის მშენებლობა, რომელიც 1 500 ბენეფიციარს მოემსახურება. სოფელ ზოდში კი ადგილობრივი მნიშვნელობის გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ პროექტებზე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 900 000 – ზე მეტი ლარი იხარჯება.
'ჭიათურის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, კაცხის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ხდება. პროექტის ღირებულება 1 430 000 ლარს შეადგენს," - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.