Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ხელთ მტკიცებულებები მაქვს,'- რა მოხდა ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე მერსა და ბუხაიძის გამზირის მოსახლეობას შორის?

თარიღი : 28-06-2017, 18:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ბუხაიძის გამზირზე მაცხოვრებლები, რომლებიც სკვერში კაფის მშენებლობას აპროტესტებდნენ, დღეს საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდნენ. მათ კაფე-ბარ ,,ფლამინგოსთვის"იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა და ადგილზე მშენებლობის შეჩერების გარანტია მოითხოვეს.

საკრებულოს სხდომაზე მათ ქალაქის მერმა ხუთმხრივი მემორანდუმი შესთავაზა, რომლის მიხედვითაც სკვერი მერიის, შპს "ლიმას", "ფლამინგოს" და ორი ამხანაგობის ნებართვის გარეშე არ აშენდება.

მერის თქმით, გუშინაც იყო გამზადებული, თუმცა მოსახლეობა შეხვედრაზე არ მივიდა.

"მოსახლეობამ საკრებულოს სხდომაზე მისვლა არჩია, თუმცა არც საკრებულოზეა ამის განხილვა პრობლემა, მითუმეტეს პირდაპირ ეთერში. ბუხაიძის ქუჩის #17 კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ მერიას სკვერის იჯარით და მშენებლობის ნებართვით გადაცემა იქამდე მოთხოვა, სანამ ,,ფლამინგოს" მშენებლობის საკითხი გადაწყდებოდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხელთ მაქვს. დოკუმენტს ხელს ამხანაგობის წევრები აწერენ," -განცხადა მურღულიამ.

ცნობისთვის, ბუხაიძის გამზირის მოსახლეობა, სკვერში დაგეგმილი მშენებლობა კორპუსთან თუ მერიასთან გამართული აქციით რამდენჯერმე გააპროტესტა. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მშენებლობის შემთხვევაში მათ შვილებს სათამაშო ადგილი არ დარჩებოდათ. საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის მერის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, მოსახლეობამ საკითხის გარკვევვა ერთმანეთში დაიწყო. სკვერების გასხვისების თემა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორისაც გახდა დაპირისპირების მიზეზი.


ნანახია: 1930-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობის წინ. ბუხაიძის გამზირის N16 და N18 საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობამ აქცია გამართა.
ადგილობრივები, რომლებიც მერიის შენობასთან უკვე მეოთხედ შეიკრიბნენ, ბუხაიძის გამზირზე, სკვერში კაფე-ბარის მშენებლობას
დაპირისპირება მოხდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულს სხდომაზე.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალების" დეპუტატი გია გოქაძე ქალაქის საკრებულოს სხდომაზე უკრაინის დროშით მივიდა.
"ქუთაისის მერი ნუგზარ ფალიანია, რადგან მას გადადგომის შესახებ განცხადება ამ დრომდე არ დაუწერია,"- ამის შესახებ ქუთაისის

ამინდი