Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი ახალგაზრდები ბაგრატის ტაძრისა და ტაო-კლარჯეთში მონახულებული ეკლესიების შესახებ ნაშრომებს მოამზადებენ

თარიღი : 27-06-2017, 13:49 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
23-25 ივნისს ქუთაისის მერიის ორგანიზებით, საქართველოს ისტორიულ მხარეში ტაო-კლარჯეთში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ექსპედიცია- "ბაგრატიდან ტაომდე" გაიმართა. პროექტის განხორციელება 2015 წელს ბაგრატის ტაძრის მიმდებარე ძველი ნაქალაქარი ტერიტორიის დასუფთავებით დაიწყო. დასუფთავების აქციებში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები და საჯარო სკოლების მოსწავლეები იყვნენ ჩართული.

ტაოში მოწყობილ ექსპედიციაში ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე და ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სულხან კუპრაშვილი, ასევე, ქალაქის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი და ოცდამეათე საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე იღებდნენ.

"ექსპედიციის მონაწილეებს ქუთაისის მერი შოთა მურღულია შეუერთდა, რომელიც თავიდანვე ამ პროექტის უშუალო მხარდამჭერი და ქომაგი გახლდათ. ქალაქის მერმა ახალგაზრდებთან ერთად დაათვალიერა რამდენიმე ისტორიული კომპლექსი და სამომავლოდ მზადყოფნა გამოთქვა მსგავსი სამეცნიერო ღირებულების მქონე პროექტების მხარდაჭერისთვის. სამწლიანი პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება შემოდგომაზე, როდესაც ახალგაზრდები რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციაზე, წარმოადგენენ ნაშრომებს ბაგრატისა და ტაო-კლარჯეთში მონახულებული ეკლესია-მონასტრების შესახებ," -ნათქვამია ქუთაისის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 2045-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტის ავტორი ქუთაისის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურია.
ქუთაისის მერი შოთა მურღულია მერიის თეთრ დარბაზში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
ღონისძიებაში ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ექსპედიცია 17 სექტემბერს დასრულდება.
„პიროვნული განვითარების აკადემიის“ მიზანს სკოლის მოსაწვალეებისთვის არაფორმალური განათლების მიწოდება წარმოადგენს. პროექტი 4
კონფერენცია აკადემიკოს დიმიტრი უზნაძის დაბადების 130 წლისთავს მიეძღვნა.

ამინდი