Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში სქესობრივი დაავადებები უფრო მეტად ქალებშია გამოვლენილი, ვიდრე მამაკაცებში

თარიღი : 26-06-2017, 17:58 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
სქესობრივად გადამდებ დაავადებებს შორის, 2015 წლის მონაცემებით, ყველაზე გავრცელებული ტრიქომონიაზია, რომელიც 5 605 ქალსა და 2039 მამაკაცს დაუდგინდა - ასეთია "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" მონაცემები.

ცენტრის ინფორმაციით, სქესობრივად გადამდებ ინფექციებს შორის, გავრცელებით მეორე ადგილზე, ქლამიდიური ავადმყოფობებია, რომლებიც 1 629 ქალსა და 675 მამაკაცს დაუდგინდა, შემდეგ მოდის ანო-გენიტალური ჰერპეს-ვირუსული ინფექცია, რომლითაც 958 ქალი და 168 კაცი იყო დაავადებული.

როგორც სტატისტიკიდან ჩანს, ინფექციური დაავადებები უფრო მეტად ქალებშია გამოვლენილი, ვიდრე მამაკაცებში, რისი მიზეზიც გინეკოლოგ მადლენა კოზუას თქმით, ქალების მაღალი მიმართვიანობაა.

"ტრიქომონიაზიც და ქლამიდიოზიც სქესობრივი კავშირით გადადის.ქლამიდიოზის გადადება სისხლითაც ხდება, მაგალითად, მშობიარობისას დედამ შესაძლოა, შვილი დააინფიციროს. ქლამიდიოზის სიმპტომები ქავილი და გამონადენია, თუმცა ხანდახან ის უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. ეს დაავადება გართულების შემთხვევაში უშვილობასაც იწვევს. მაგალითად, როდესაც ქალი უშვილობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე, მკურნალობისას იგებს, რომ ქლამიდიოზი სჭირს და აქამდე არ იცოდა.

რაც შეეხება ტრიქომონიაზს, მასაც ქლამიდიოზის მსგავსი სიმპტომები აქვს. ტრიქომონიაზის სიმპტომატიკა შეუმჩნეველი არ რჩება, განსაკუთრებით ქალბატონების მხრიდან," - დასძენს მადლენა კოზუა.

კიდევ ერთი პრობლემა, რომლითაც ქალები გინეკოლოგს მიმართავენ, პაპილომა ვირუსია, რომელიც სქესობრივი გზით გადადის და ძირითადად, სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს.

"100 ტიპის პაპილომა ვირუსი არსებობს, თუმცა მათგან 15 განსაკუთრებით საშიშია, რადგან საშვილოსნოს ყელის ონკოლოგიური დაავადების წინაპირობად მიიჩნევა, ამიტომაც საკუთარი თავის მუდმივად შემოწმება და პაბ-ტესტის ჩატარება მნიშვნელოვანია.

არსებობს პაპილომა ვირუსი, რომლის სიმპტომებსაც მეჭეჭები წარმოადგენს. ვირუსს ქალის უშვილობამდე მიყვანა შეუძლია, თუმცა თუ აცრას ჩაიტარებს, ამ დაავადების შეხვედრის შანსი აღარ იარსებებს," - განმარტავს გინეკოლოგი და დასძენს, რომ პაბ-ტესტი, რომლის გაკეთებისკენაც ქალებს მოუწოდებს, პრობლემების უჯრედულ დონეზე გამოვლენას ახდენს.

ჩამოთვლილ სქესობრივ დაავადებებს მამაკაცებშიც თითქმის იგივე სიმპტომები, წვა, ქავილი და გამონადენი ახასიათებს, რომლებიც ვენეროლოგ ივანე კაპანაძის თქმით, იმდენად დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული, რომ პაციენტი მაშინვე ექიმთან მიდის.

"ტრიქომონიაზის სიმპტომები დაინფიცირებიდან ორ კვირაში ვლინდება, თუმცა დასაწყისში მისი გამოვლენა ქალებში უფრო მარტივად ხდება, ვიდრე კაცებში, რადგან ტრიქმონიაზის დანახვა ლაბორანტს ცოტა უჭირს,

განსხვავებით ქლამიდიოზისგან, რომლის დიაგნოსტირებაც შედარებით მარტივია. ქლამიდიოზი ხანდახან უსიმპტომოდ მიმდინარეობს და თუ კაცი ამ დაავადების მატარებელია, პარტნიორის დაორსულების შემთხვევაში შესაძლოა, მუცლის მოშლაც გამოიწვიოს, მიზეზს კი ხშირად ვერ ხვდებიან ხოლმე.

სქესობრივად გადამდებ დაავადებებს გონორეა და სიფილისიც მიეკუთვნება, რომელთა დიაგნოსტირებაც ასევე ლაბორატორიულად ხდება. გონორეის სიმპტომები დიდ დისკომფორტთანაა დაკავშირებული და არასწორი მკურნალობის ან საერთოდ იგნორირების შემთხვევაში, მამაკაცები უშვილობამდე მიჰყავს. სიფილისს, რომელიც სისხლით ვრცელდება ასევე აღნიშნულ შედეგებამდე მივყავართ".

როგორ დავიცვათ თავი სქესობრივად გადამდები დაავადებებისგან?


მედიკოსები თავდაპირველად, დაცული სქესობრივი კავშირისკენ მოგვიწოდებენ. მათი თქმით, დაავადებების საყოფაცხოვრებო გზით (თეთრეულით, პირსახოცით და ა.შ) გავრცელების შანსი ნაკლებია, თუმცა ამ მხრივ ჰიგიენის დაცვა აუცილებლობას წარმოადგენს.

გარდა ამისა, აუცილებელია, პროფილაქტიკისთვის ქალმაც და მამაკაცმაც გინეკოლოგსა და ვენეროლოგს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც მიაკითხოს.

ჩამოთვლილი დაავადებების გარდა, შედარებით ნაკლებად, თუმცა გავრცელებულია გონოკოკური ინფექციები, რომლებიც 2015 წელს, 169 ქალსა და 548 მამაკაცში გამოვლინდა, ხოლო სიფილისის სხვადასხვა ფორმა 619 ქალსა და 716 კაცს დაუდგინდა.

ყველაზე საშიში, C და B ჰეპატიტი და აივ-ინფექციაა, რომლებიც შედარებით ნაკლებ პაციენტში ვლინდება, რაც ექიმების თქმით, საზოგადოების ინფორმირებულობასა და ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება.

allnews.ge


ნანახია: 2210-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციათა რიცხვი 30-ს აჭარბებს.
ზამთარი წელიწადის ის დროა, როდესაც მატულობს ვირუსული ინფექციები.
ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.
ამ ზაფხულს ზიკას ვირუსმა შესაძლოა, ევროპას შეუტიოს.
ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ინფექციებისა და ვირუსების რისკი იზრდება. განსაკუთრებით მატულობს რესპირაციული ინფექციები,

ამინდი